საქართველოს ძიუდოს ნაკრები ბუდაპეშტის გრან-პრიზე გამოსვლას იწყებს

© photo: Georgian Judo Federation / FBავთანდილ ჭრიკიშვილი
ავთანდილ ჭრიკიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი ძიუდოისტები ტოკიოში მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადებიან.

თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. საქართველოს ძიუდოს მამაკაცთან ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ნოდარ მაისურაძემ ის სპორტსმენები დაასახელა, რომლებიც ბუდაპეშტის გრან-პრიში მიიღებენ მონაწილეობას. ტურნირი 12 ივლისს იწყება.

ძიუდოისტი თუშიშვილი - Sputnik საქართველო
ქართველი ძიუდოისტების ტრიუმფი რუმინეთში ევროპის თასზე

ქართული ნაკრები ძირითადი შემადგენლობით არ არის წარმოდგენილი. ის ძიუდოისტები, რომლებიც მინსკის II ევროპულ თამაშებში მონაწილეობდნენ, ახლა ისვენებენ და უნგრეთის დედაქალაქში არ გაემგზავრებიან.

ბუდაპეშტის გრან-პრიში ხუთ წონით კატეგორიაში რვა ქართველი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.

საქართველოს მამაკაცთა ნაკრების შემადგენლობა

  • ჯაბა პაპინაშვილი, თემურ ნოზაძე (-60 კგ)
  • ტატო გრიგალაშვილი (-81)
  • ბექა ღვინიაშვილი, ავთო ჭრიკიშვილი (-90)
  • გიორგი ბერიაშვილი (-100)
  • გელა ზაალიშვილი, ონისე ბეგაძე (+100)

განსაკუთრებით აღსანიშნავია 90 კილოგრამამდე წონითი კატეგორია, რომელშიც სერიოზული კონკურენციაა ღვინიაშვილსა და ჭრიკიშვილს შორის. სპორტსმენები მსოფლიო ჩემპიონატის ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრად იბრძვიან. ჩემპიონატი ტოკიოში აგვისტოს ბოლოს გაიმართება. ღვინიაშვილმა, ჭრიკიშვილისგან განსხვავებით, მინსკის თამაშებში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ გამოსვლა 1/8 ფინალში დაასრულა.

ქართველმა ძიუდოისტებმა ჩინეთის ტურნირზე ორი მედალი მოიპოვეს>>

ბუდაპეშტის გრან-პრის შემდეგ ამ სერიიდან კიდევ ერთი ტურნირი გაიმართება – ზაგრებში (26-28 ივლისს). სწორედ იქ განისაზღვრება საქართველოს ნაკრების საბოლოო შემადგენლობა მსოფლიო პირველობაზე.

ყველა ახალი ამბავი
0