კვიპროსის „ანორთოსისში" ქართველ ფეხბურთელთა მინი-ნაკრები იკრიბება

გამოწერა
კლუბში ერთბაშად სამი ქართველი ფეხბურთელის მისვლა გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე თემურ ქეცბაიას დანიშვნითაა განპირობებული.

თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. ქართველი ნახევარმცველი ბუბა დაუშვილი კვიპროსის საფეხბურთო კლუბ "ანორთოსისში" მეოთხე ქართველი ფეხბურთელია, ნათქვამია კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

30 წლის ფეხბურთელსა და კლუბს შორის შეთანხმება 2021 წლამდეა გათვლილი.

„ბედნიერი ვარ, რომ ამ გუნდის ღირსებას დავიცავ. პირველი წუთებიდანვე ვიგრძენი გულშემატკივრების, ფეხბურთელების და სამწვრთნელო შტაბის მხრიდან მხარდაჭერა. რასაკვირველია, ჩვენი მთავარი მიზანი მიმდინარე სეზონში კვიპროსის ჩემპიონობაა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კლუბის გულშემატკივრები გავახაროთ და დასახულ მიზანს მივაღწიოთ", – განაცხადა დაუშვილმა კლუბის პრეს-ცენტრისთვის მიცემულ პირველ ინტერვიუში.

დაუშვილი „ანორთოსისში" უნგრული „ჰალადაშიდან" გადავიდა, რომელშიც ბოლო სეზონი ჩაატარა. ქართველი ნახევარმცველი უნგრული კლუბის მაისურით მინდორზე 20-ჯერ გამოვიდა, თუმცა მეტოქის კარის აღება ვერც ერთხელ ვერ მოახერხა.

© Photo: Anorthosis Famagusta - Official / FBკვიპროსის საფეხბურთო კლუბ "ანორთოსის" მეკარე გიორგი ლორია
კვიპროსის „ანორთოსისში ქართველ ფეხბურთელთა მინი-ნაკრები იკრიბება - Sputnik საქართველო
კვიპროსის საფეხბურთო კლუბ "ანორთოსის" მეკარე გიორგი ლორია

დაუშვილი მეოთხე ქართველი ფეხბურთელია, რომელიც „ანორთოსისს" შეუერთდა. მანამდე გუნდის წევრები გახდნენ საქართველოს ფეხბურთის ნაკრების მეკარე გიორგი ლორია და ნახევარმცველი თორნიკე ოქრიაშვილი. გასული წლის ივლისიდან კი კლუბს შეუერთდა საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ნიკა კაჭარავა.

თავის დროზე დაუშვილი საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში იყო და 34 მატჩიც ჩაატარა – ბოლო მატჩი ორი წლის წინ მოლდავეთის წინააღმდეგ გამართული ამხანაგური შეხვედრა იყო (2:2). მას შემდეგ ნახევარმცველი ქვეყნის მთავარ კლუბში არ გამოუძახიათ.

© photo: Anorthosis Famagusta - Official / FBკვიპროსის საფეხბურთო კლუბ "ანორთოსის" მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია
კვიპროსის „ანორთოსისში ქართველ ფეხბურთელთა მინი-ნაკრები იკრიბება - Sputnik საქართველო
კვიპროსის საფეხბურთო კლუბ "ანორთოსის" მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია

კლუბში ერთბაშად სამი ქართველი ფეხბურთელის მისვლა გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე თემურ ქეცბაიას დანიშვნითაა განპირობებული.

ყველა ახალი ამბავი
0