ბექა მიქელთაძე ყაზანის „რუბინში" გადავიდა

© photo: courtesy of FC "Rubin"ბექა მიქელთაძე
ბექა მიქელთაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
აღსანიშნავია, რომ ამ სეზონზე რუსეთის პრემიერ-ლიგაში „რუბინი" ყველაზე „ქართული“ კლუბია.

თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. ქართველი თავდამსხმელი ბექა მიქელთაძე კარიერას ყაზანის „რუბინში" გააგრძელებს, ნათქვამია გუნდის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

21 წლის ფორვარდსა და „რუბინს" შორის შეთანხმების ვადა ერთ წელზეა გათვლილი, კონტრაქტის ფინანსური მხარე არ ქვეყნდება. მიქელთაძე გუნდში 26 ნომრით იასპარეზებს.

ხვიჩა კვარაცხელია - Sputnik საქართველო
ქართველმა ფეხბურთელმა „რუბინთან“ კონტრაქტი გააფორმა

მიქელთაძე „რუბინში" თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. ბოლო სეზონი ქართველმა თავდამსხმელმა „ანორთოსისის" შემადგენლობაში გაატარა, თუმცა კვიპროსის გუნდთან ფეხბურთელს კონტრაქტის ვადა გაუვიდა.

„რუბინი" ბრწყინვალე ისტორიის მქონე კლუბია. მე კარგად ვიცნობ მას და მსმენია მისი წარმატებების შესახებ საერთაშორისო და საშინაო არენაზე. ვიდრე აქ გადმოვიდოდი, კლუბის გენერალურ დირექტორს და მწვრთნელს ვესაუბრე. ჩანს, რომ ამ ადამიანების სურვილია შეუდარებელი გუნდის შექმნა. ამიტომ წინადადებას მალე დავთანხმდი, დიდხანს არ მიფიქრია", – განაცხადა მიქელთაძემ „რუბინის" პრეს-სამსახურის წარმომადგენელთან.

მიქელთაძემ კარიერა „ზესტაფონში" დაიწყო, რის შემდეგაც თბილისის „დინამოს" საფეხბურთო აკადემიას შეუერთდა და მალე დედაქალაქის მთავარი კლუბის მოთამაშე გახდა. 2018 წელს თავდამსხმელი „რუსთავში" გადავიდა, სადაც ნახევარი სეზონი გაატარა. იმავე წლის ზაფხულში კი მიქელთაძემ „ანორთოსისთან" გააფორმა კონტრაქტი, რომლის შემადგენლობაშიც 20 მატჩი ჩაატარა, რა პერიოდშიც ორი გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

აღსანიშნავია, რომ ამ სეზონზე რუსეთის პრემიერ-ლიგაში „რუბინი" ყველაზე „ქართული“ კლუბია. ამ ზაფხულს კლუბის ხელმძღვანელობამ ხელი მოაწერა 18 წლის ორ ქართველ ნახევარმცველთან – ხვიჩა კვარაცხელიასთან (კონტრაქტი 5 წლით) და ზურიკო დავითაშვილთან (კონტრაქტი 3 წლით).

მათ გარდა რუსეთის პრემიერ ლიგაში ასპარეზობენ გია გრიგალავა („არსენალი", ტულა), ჯემალ ტაბიძე („უფა"), ჯანო ანანიძე („სპარტაკი", მოსკოვი) და საბა კვერკველია.

ფეხბურთში რუსეთის ჩემპიონატი 12 ივლისს იწყება.

 

ყველა ახალი ამბავი
0