უიმბლდონის კორტები

ნიკოლოზ ბასილაშვილი „უიმბლდონს“ გამოეთიშა

85
ქართველმა ჩოგბურთელმა ბრიტანელს წინააღმდეგობა მხოლოდ მესამე სეტში გაუწია

თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (მე-16 ადგილი АТР-ს რეიტინგით) დაასრულა ასპარეზობა „უიმბლდონზე“ – „დიდი სლემის“ სერიის სეზონის მესამე ტურნირზე.

მეორე რაუნდში ქართველმა ჩოგბურთელმა სამ სეტში – 3:6, 2:6, 6:7 წააგო დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელ დენიელ ევანსთან (61). მატჩი ორსაათნახევარს გაგრძელდა.

ორი პირველი პარტია კორტის მასპინძლის უპირატესობით წარიმართა. ევანსი უფრო აქტიური იყო გათამაშებაში და ხშირად აიძულებდა ბასილაშვილს შეცდომების გაკეთებას. საერთო ჯამში, ორ სასტარტო სეტში ქართველმა სპორტსმენმა 32 არაიძულებითი შეცდომა დაუშვა (მეტოქემ - 10).

ბასილაშვილი არც ისე კარგად მოქმედებდა საკუთარ ჩაწოდებაზეც - მან მეტოქეს ხუთი ბრეიკ-პოინთის გაკეთების საშუალება მისცა.

მესამე სეტში ნიკოლოზმა თამაში გაათანაბრა, მაგრამ უშედეგოდ. საქმე მივიდა ტაი-ბრეიკამდე, ბასილაშვილმა მასში 2:7 დათმო და ინგლისური საჩოგბურთო კლუბის კორტები დატოვა.

ქართველი ჩოგბურთელი ბალახის კორტებზე კვლავ დამარცხდა >>

რაც შეეხება ევანსს, მესამე წრეში ის მარინ ჩილიჩი (ხორვატია) - ჟოაო სოუზა (პორტუგალია) წყვილის გამარჯვებულს შეხვდება.

„უიმბლდონი“ – „დიდი სლემის“ სერიის მესამე ტურნირი წელს 14 ივლისამდე გასტანს. მისი საერთო საპრიზო ფონდი თითქმის 18 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს, ხოლო მოქმედი გამარჯვებულია სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი.

85
თემები:
სპორტის ამბები (723)
„დინამო“ თბილისი

საქართველოს ფეხბურთის ჩემპიონატში ლიდერი შეიცვალა

303
(განახლებულია 15:06 04.07.2020)
თბილისის „დინამომ“ მოუგო „ლოკომოტივს“ ანგარიშით 4:0 და სატურნირო ცხრილის პირველი სტრიქონი დაიკავა.

თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ჩემპიონატის ეროვნული ლიგის მეოთხე ტურში თბილისის „დინამომ“ მოუგო „ლოკომოტივს“ ანგარიშით 4:0 და სატურნირო ცხრილის პირველი სტრიქონზე „რკინიგზელები“ ჩაანაცვლა.

ცნობილი გახდა თარიღი, თუ როდის განახლდება საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატი მეორე ლიგაში >>

შეხვედრის ყველა გოლი შესვენების შემდეგ გავიდა. ანგარიში 61-ე წუთზე დავით კობოურმა გახსნა. კიდევ ათი წუთის შემდეგ თორნიკე კაპანაძემ პენალტი დაარტყა, რამაც დაპირისპირების დასასრულიც განაპირობა.

შეხვედრის ბოლო 11 წუთში მასპინძლებმა თავი კიდევ ორჯერ გამოიჩინეს. თავიდან კირკიტაძემ ავტოგოლი გაიტანა, ხოლო საბოლოო ანგარიში „დინამოს“ ბრაზილიელი ლეგიონერის, ვიქტორ პერნამბუკოს გატანილმა გოლმა დაამყარა.

აღსანიშნავია, რომ დინამოელები მთელი მეორე ტაიმის დროს უპირატესობას ფლობდნენ, რადგან შესვენების წინ მინდორიდან „ლოკომოტივის“ კაპიტანი და მცველი დავით უბილავა გააძევეს.

ჩემპიონატის ოთხი მატჩის შემდეგ „დინამომ“ რვა ქულა დააგროვა და „ლოკომოტივს“ ერთი ქულით გაუსწრო. დაგროვილი ქულებით „დინამოელებს“ შეიძლება გაუტოლდეს გორის „დილა“, რომელიც საანგარიშო ტურში გასვლაზე საჩხერის „ჩიხურას“ ხვდება.

საქართველოს ჩემპიონატი ეროვნულ ლიგაში მარტის დასაწყისში ორი ტურის შემდეგ COVID-19-ის პანდემიის გამო შეწყდა. ივნისის ბოლოს ჩემპიონატი განახლდა, თუმცა ყველა მატჩი ცარიელი ტრიბუნებით ტარდება.

303
თემები:
სპორტის ამბები (723)
ახალი სტადიონი ბათუმში

ბათუმში ახალი სტადიონის მშენებლობა დასრულდა - ფოტო

814
(განახლებულია 12:02 04.07.2020)
სტადიონი ბათუმის ცენტრალურ ადგილას მდებარეობს და მისი მშენებლობის ღირებულება თითქმის 100 მილიონ დოლარს შეადგენს

თბილისი, 4 ივლისი – Sputnik. ბათუმის ცენტრალური სტადიონის მშენებლობა დასრულდა, ნათქვამია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში.

Строительство нового стадиона в Батуми - вид сверху
ახალი სტადიონი ბათუმში

უეფას IV კატეგორიის სტანდარტებით აშენებული არენა 20000 მაყურებელზეა გათვლილი.

ახალი სტადიონის საძირკველი 2018 წლის დასაწყისში ჩაიყარა. პროექტის ღირებულება თითქმის 100 მილიონ დოლარს შეადგენს. სტადიონი მდებარეობს ბათუმის ცენტრალურ ადგილას, ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე.

ძველი სტადიონი ბათუმში 2006 წელს დაანგრიეს, მას მერე ქალაქს სტადიონი არ აქვს. ახალი ობიექტის მშენებლობისთვის რამდენიმე ტენდერი ჩაიშალა, ასევე რამდენჯერმე შეიცვალა პროექტი.

814
თემები:
სპორტის ამბები (723)
სიცილია, ეოლიის კუნძულები

კვირის ასტროპროგნოზი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები 6-12 ივლისის პერიოდში

0
(განახლებულია 13:20 05.07.2020)
ადამიანების უმრავლესობისთვის ეს კვირა იდეალური გახდება აწმყოსა და მომავლის შესაცვლელად. ამაში ასტროლოგების რჩევები დაგეხმარებათ

ახლა ვარსკვლავები იმდაგვარად არიან განწყობილი, რომ ადამიანებს დაეხმარებიან საქმეებში და სამუშაოსა და ახალი გატაცებებისთვის იდეალური პირობების შექმნისთვის. იმისთვის, რომ წარმატებებს მიაღწიოთ, პირველ რიგში პოზიტიური განწყობა უნდა შეიქმნათ – იფიქროთ კარგზე, დადებით მომავალზე და გახსოვდეთ, რომ სიტყვასა და აზრს უდიდესი ძალა აქვს.

ვერძი

ვერძებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ხელსაყრელი პერიოდი იწყება ახალი წამოწყებებისთვის. თუ გსურთ, ბიზნესსა და სამუშაოზე წარმატებებს მიაღწიოთ, უნდა იფიქროთ იმაზე, თუ როგორ დაიწყოთ რაღაც ახალი და საინტერესო. მაღალი პროდუქტიულობისთვის დაიცავით დღის რეჟიმი – ეს გააძლიერებს თქვენს ბიოველს და გააუმჯობესებს განწყობას.

მთლიანობაში კვირა მრავალფეროვანი იქნება. კვირის ბოლოს უკვე დაინახავთ თქვენი შრომისა და ძალისხმევის პირველ ნაყოფს. ასტროლოგები გირჩევენ, მეტად კეთილგანწყობილი იყოთ გარშემომყოფების მიმართ, დაეხმაროთ მათ რთულ ვითარებებში.

კურო

კუროებისთვის ეს კვირა წარმატებული და პრობლემური დღეების მონაცვლეობაში ჩაივლის. პოზიტიური განწყობა დაგეხმარებათ ბარიერების გადალახვაში სამუშაო თუ სასიყვარულო სფეროებში ყველაზე არახელსაყრელი დღეებია 7 და 11 ივლისი, ხოლო ყველაზე ხელსაყრელი – 6 და 12 ივლისი.

უქმეებზე ასტროლოგები გირჩევენ, კარგად დაისვენოთ. გექნებათ არჩევნის საშუალება – დაისვენოთ მარტპმ თუ მეგორბებთან და ახლობლებთან ერთად. მთავარი თქვენი სურვილია – გააკეთეთ ის, რაც გსურთ, მცირეოდენ ეჭვსაც კი გაუგებრობების გამოწვევა შეუძლია.

ტყუპი

ტყუპებს ენერგიის შევსება გესაჭიროებათ, რათა პოზიტივით დაიმუხტოთ. ამ შვიდ დღეში მრავალი მოვლენა შეიძლება მოხდეს, მათ შორის, უსიამოვნოც. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრობლემებს ფილოსოფიურად შეხედოთ და აღიქვათ, როგორც ცხოვრებისეული გამოცდილებისა და ახალი ცოდნის შეძენის ხერხი.

მარტოხელა ტყუპებს მეორე ნახევრის ძებნაში ძალიან გაგიმართლებთ. ეს ძალზე პროდუქტიული კვირა იქნება ახალი ნაცნობობის თვალსაზრისით. ახალი ნაცნობებიდან ვინმე, შესაძლოა, თქვენს ცხოვრებაში ცვლილებების ტალღის „მიზეზი“ გახდეს. კარგი იქნება, თუ გააქტიურდებით სოციალურ ქსელებში.

კირჩხიბი

ამ კვირაში მუხლჩაუხრელად უნდა იშრომოთ, მაგრამ ამასთან, არ უნდა დაივიწყოთ დასვენებაც. გადაღლა. შესაძლოა, ძალიან ცუდად აისახოს თქვენს განწყობაზე. დასვენების სასარგებლო საშუალება იქნება სპორტი ან მსუბუქი ფიზიკური დატვირთვები, მედიტაცია.

კვირა შესანიშნავად მიესადაგება ფინანსურ ოპერაციებსა და ფულთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტას. სასიყვარულო საქმეებში უფრო უქმეებზე გაგიმართლებთ, როდესაც სამუშაოზე ფიქრები მეორე პლანზე გადაიწევს. შეგიძლიათ დანიშნოთ პაემანი. თავისუფალ დროს ფლირტზე უარი არ თქვათ.

ლომი

კვირის განმავლობაში დიდი ყურადღება გესაჭიროებათ. ნუ გამოედევნებით ორ კურდღელს ერთდროულად. დროა, ყველაზე მნიშვნელოვან საქმეებს მიხედოთ, რომელთა გადადებაც უკვე აღარ შეიძლება. მათ თუ გადაწყვეტთ, შვებით ამოისუნთქავთ და თავდაჯერებულობას შეიძენთ. გაითვალისწინეთ, რომ ამ კვირაში დამოუკიდებლად მუშაობა აჯობებს.

ამასთან, მოსალოდნელია ენერგეტიკული ვამპირების გააქტიურება. ერიდეთ მათ, ვინც გარშემომყოფების სიკეთით სარგებლობენ. სასიყვარულო საქმეებში ჯერჯერობით ყველაფერი ისე დატოვეთ, როგორც არის და მიჰყევით დინებას. დასვენების კარგი საშუალება იქნება შოპინგი.

ქალწული

ასტროლოგები გირჩევენ, ამ კვირაში თქვენს საყვარელ გატაცებას დაუთმოთ დრო. სამსახურში ძალიან  ნუ გადაიღლებით. ასე დაზოგავთ ძალებსა და ენერგიას, რომელიც ორ ყველაზე არასახარბიელო დღეს – პარასკევსა და შაბათს დაგჭირდებათ. ამ ორ დღეს ყველაზე მეტად დასვენება იქნება უპრიანი.

რაც შეეხება სიყვარულს, ამ სფეროში სწრაფი შედეგების იმედი ნუ გექნებათ. ასტროლოგები გირჩევენ, საყვარელ ადამიანთან, ოჯახის წევრებთან დაძაბულობა განმუხტოთ. მარტოხელებისთვის აჯობებს, თუ სამუშაოზე იფიქრებთ და არა ურთიერთობებზე. ზედმეტად არაფრით გადაიტვირთოთ გონება – ეს თქვენს პროდუქტიულობაზე აისახება.

სასწორი

თქვენთვის ამ კვირაში ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური სფერო გახდება. 6–9 ივლისის პერიოდი საუკეთესოა იმისთვის, რომ დააბრუნოთ ვალები, შეიძინოთ სასურველი ნივთები და შეიცვალოთ გარემო. შესანიშნავი დროა ახალი იდეების წამოყენებისთვის.

ყველაზე მეტად გაუმართლებს სასწორებს, რომელთა პროფესია დაკავშირებულია, რეკლამასთან, გაყიდვებთან, კლიენტების მოზიდვასთან. ასევე იღბალი არ გიმტყუნებთ სიყვარულში. ეს ის დროა, როცა შეგიძლიათ სამუშაო და სიყვარული ორ სფეროდ არ გაყოთ – მუშაობა და არშიყი ერთმანეთს ხელს არ შეუშლის.

მორიელი

კვირა არცთუ პოზიტიური ნოტით დაიწყება. ორშაბათსა და სამშაბათს, შესაძლოა, ნეგატიური აზრები მოგეძალოთ. უარყოფითი ემოციების დაძლევაში ფიზიკური აქტიურობა დაგეხმარებათ – მეტი იმოძრავეთ.

გარშემომყოფებთან ურთიერთობების თვალსაზრისით ასტროლოგები გირჩევენ, დასკვნების გამოტანა არ იჩქაროთ. ადამიანი, ერთი შეხედვით, შესაძლოა, ცუდი მოგეჩვენოთ, მაგრამ შემდეგ ის სასიამოვნო აღმოჩნდეს, ან პირიქით – ერთი შეხედვით გულღია და გულწრფელმა ადამიანმა თავი ძალიან ნეგატიურად წარმოაჩინოს. ახლა მნიშვნელოვანია, ადამიანზე მისი საქციელით იმსჯელოთ და არა გარეგნობით.

მშვილდოსანი

მშვილდოსნებს ძალზე იღბლიანი კვირა გელოდებათ. მოსალოდნელი არ არის განწყობის მკვეთრი და ხშირი ცვლა და წარუმატებლობები. პლანეტების განლაგება დაგეხმარებათ აზრების მატერიალიზებაში, ამიტომ ეცადეთ, თქვენი ფიქრები პოზიტიური იყოს.

კვირის პირველი დღე მოვალეობების შესრულებას დაუთმეთ, 8 ივლისიდან კი ექსპერიმენტებს შეგიძლიათ დაუთმოთ დრო. ამ კვირაში გეძლევათ შანსი, რომ თქვენი ცხოვრების სიყვარულს შეხვდეთ, ან გაიცნოთ ადამიანები, რომლებიც მომავალში თქვენი ერთგული მეგობრები გახდებიან.

თხის რქა

თხის რქებისთვის ამ კვირაში ძირითადი სფერო სიყვარული გახდება. არ შეუშინდეთ ახალ ნაცნობობას, ფლირტს, რომანტიკას. ვისაც უკვე ჰყავს პარტნიორი, მან პატიება უნდა ისწავლოს – არ არის გამორიცხული, რომ თქვენმა პარტნიორმა დაუფიქრებელი ნაბიჯი გადადგას, რასაც ნეგატიური შედეგები მოჰყვება.

ამ კვირაში არასასურველია ძვირად ღირებული ნივთების შეძენა. თუ მოგიწიათ დაუგეგმავად ამის გაკეთება, რჩევისთვის აუცილებლად მიმართეთ ახლობლებს. სამსახურში, შესაძლოა, მნიშვნელოვანი დავალება მოგცენ – ეს თქვენთვის თავის წარმოჩენის შესანიშნავი შანსი იქნება.

მერწყული

მერწყულებისთვის დგება დრო, როდესაც კატეგორიულად იკრძალება გარისკვა და დაუფიქრებელი ნაბიჯების გადადგმა ცხოვრების ყველა სფეროში. უნდა დაეყრდნოთ მხოლოდ საკუთარ გონებასა და ცხოვრებისეულ გამოცდილებას და არ მოუსმინოთ ინტუიციას, რომელიც ვარსკვლავების ნეგატიური ენერგიის გამო დაბლოკილი იქნება. მოსალოდნელია უსიამოვნო შეხევდრები და დაუგეგმავი საქმეები, ასე რომ, კვირის ბოლოს დაღლილობა შეგახსენებთ თავს.

ნეგატივთან გამკლავებისთვის მნიშვნელოვანია, რომ კარგად გეძინოთ და დაისვენოთ. უნდა გააცნობიეროთ, რომ პრობლემები გზაზე – ეს ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ეცადეთ, ამისგან გაკვეთილი და ცხოვრებისეული გამოცდილება მიიღოთ და დიდი მნიშვნელობა არ მიანიჭოთ.

თევზები

ეს კვირა თევზებისთვის ძალზე დინამიკური იქნება, მაგრამ ყოველთვის ხელსაყრელი – არა. ზოგიერთ საკითხში გადაწყვეტილების მიღება, არჩევნის გაკეთება გულით მოგიწევთ და არა გონებით, ზოგიერთში – პირიქით.

სასიყვარულო ურთიერთობებს რაც შეეხება, აქ იდეალური დრო იწყება, განსაკუთრებით, თუ ურთიერთობები ახალი დაწყებულია. შესანიშნავი კვირაა ერთად გართობისთვის, ერთმანეთის უკეთ გაცნობისთვის. ძველ პარტნიორებს შორისაც კი მოსალოდნელია, რომ რაღაც ახალი შეიტყოთ თქვენი საყვარელი ადამიანის შესახებ.

0