ქართველმა ძიუდოისტებმა თვითმფრინავში იჩხუბეს

© courtesy of International Judo Federationქართველი ძიუდოისტი ლუკა მაისურაძე
ქართველი ძიუდოისტი ლუკა მაისურაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
 თვითმფრინავში მომხდარ ინცინდენტს საქართველოს ძიუდოს ფედერაციის აღმასკომის სხდომაზე განიხილავენ.

თბილისი, 1 ივლისი - Sputnik. საქართველოს ძიუდოს ნაკრების მწვრთნელმა გიორგი ბაინდურაშვილმა და ძიუდოისტმა ლუკა მაისურაძემ მინსკიდან თბილისში დაბრუნებისას თვითმფრინავში იჩხუბეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

სახილ ალახვერდოვი - Sputnik საქართველო
საქართველომ II ევროპულ თამაშებზე გამოსვლა დაასრულა – შედეგები

გიორგი ბაინდურაშვილმა, რომელიც არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ლუკა მაისურაძეს თვითმფრინავში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ლუკა მაისურაძე ევროპულ თამაშებზე 81 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში გამოდიოდა და ბრინჯაოს მედალიც მოიპოვა.

ძიუდოს ფედერაციის ცნობით, მომხდარ ინციდენტზე საქართველოს ძიუდოს ფედერაციის აღმასკომის სხდომაზე იმსჯელებენ, რომელიც უახლოეს დღეებში გაიმართება.

მინსკში ევროპული თამაშები 21 ივნისს დაიწყო და 30 ივნისს დასრულდა.

საქართველოს ნაკრებმა მინსკის თამაშებზე სულ 30 მედალი მოიპოვა (6–10–14), აქედან ძიუდოისტებმა 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველომ მეშვიდე ადგილი დაიკავა.

ყველა ახალი ამბავი
0