საქართველომ II ევროპულ თამაშებზე გამოსვლა დაასრულა – შედეგები

© photo: Sputnik / Vladimir Astapkovich / გადასვლა მედიაბანკშისახილ ალახვერდოვი
სახილ ალახვერდოვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოპოვებული 30 მედალი ქართულ გუნდს საშუალებას აძლევს, საერთოგუნდურ ჩათვლაში მეშვიდე ადგილი შეინარჩუნოს

თბილისი, 30 ივნისი – Sputnik. საქართველოს ნაკრების სპორტსმენებმა II ევროპული თამაშების დასკვნით დღეს კიდევ ორი მედალი – ორი ვერცხლი მოიპოვეს და ამით მედლების რაოდენობა 30–მდე გაზარდეს.

თამაშების ვიცე–ჩემპიონი გახდნენ ბერძნულ–რომაული სტილით მოჭიდავე იაკობ ქაჯაია (–130) და მოკრივე სახილ ალახვერდოვი (–49 კგ). ფინალში იაკობ ქაჯაია ბელარუსის წარმომადგენელ კირილ ხრიშანკოსთან დამარცხდა (1:5), ხოლო ალახვერდოვი – სომხეთის წარმომადგენელ არტურ ხოვხანესიანთან (1:4).

ქართველმა სპორტსმენებმა მინსკში გამოსვლა დაასრულეს. მოპოვებული 30 მედალი (6–10–14) გუნდს ამჟამად საშუალებას აძლევს, საერთოგუნდურ ჩათვლაში მეშვიდე ადგილი შეინარჩუნოს.

საქართველოს ნაკრებში მედლების მოიპოვეს:

ოქრო ვერცხლი ბრინჯაო
ლუხუმ ჩხვიმიანი (ძიუდო) ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა) ამირან პაპინაშვილი (ძიუდო)
გურამ თუშიშვილი (ძიუდო) გივი მაჭარაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა) ვაჟა მარგველაშვილი (ძიუდო)
ვახტანგ ჩიდრაშვილი (სამბო) შმაგი ბოლქვაძე (ბერძნულ–რომაული ჭიდაობა) ბაგრატ ნინიაშვილი (ძიუდო)
ლევან ნახუცრიშვილი (სამბო) იაკობ ქაჯაია (ბერძნულ–რომაული ჭიდაობა) ლუკა მაისურაძე (ძიუდო)
დავით ლორიაშვილი (სამბო) ვარლამ ლიპარტელიანი (ძიუდო) ავთო კენჭაძე (თავისუფალი ჭიდაობა)
ბექა ბერძენიშვილი (სამბო) მინდია ლილუაშვილი (სამბო) ელიზბარ ოდიკაძე (თავისუფალი ჭიდაობა)
  ნინო ოძელაშვილი (სამბო) დავით ჩხარტიშვილი (ბერძნულ–რომაული ჭიდაობა)
  ელენე ქებაძე (სამბო) გივი ნადარეიშვილი (სამბო)
  სახილ ალახვერდოვი (კრივი) გენადი ჩირგაძე (სამბო)
  ლუბა გოლოვინა (ბატუტზე ხტომა) ბესარიონ ბერულავა (სამბო)
    პაატა ღვინიაშვილი (სამბო)
    გოგიტა არქანია (კარატე)
    ოთარ ერანოსიანი (კრივი)
    ნინო სალუქვაძე/ცოტნე მაჭავარიანი (პისტოლეტიდან სროლა)

 
მედლების მესამედზე მეტი ქართულ ნაკრებში სამბისტემა მიიღეს – 11 (4–3–4). ძიუდოისტების ანგარიშზეა შვიდი ჯილდო. თავისუფალი სტილით მოჭიდავეების –2.

საერთოგუნდურ ჩათვლაში გამარჯვებულია რუსეთის ნაკრები –109 მედალი (44–23–42), მეორე ადგილზეა ბელარუსი – 69 (24–16–29) და მესამეზე – უკრაინა 50 მედლით (15–17–18).

ევროპული თამაშების დახურვის ცერემონია მინსკში დღეს, თბილისის დროით  21:00 საათზე დაიწყება.

ყველა ახალი ამბავი
0