საქართველოს ნაკრები II ევროპულ თამაშებზე წარმატებით ასპარეზობს

© photo : Sputnik / გადასვლა მედიაბანკშიევროპული თამაშები
ევროპული თამაშები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტურნირის დასკვნით დღეს საქართველოს ნაკრები კიდევ ორი მედლის მოპოვებას გეგმავს

თბილისი, 30 ივნისი – Sputnik.  საქართველოს ნაკრების სპორტსმენებმა მინსკში II ევროპული თამაშების დასრულებამდე ერთი დღით ადრე  სამი ჯილდო მოიპოვეს და მედლების საერთო რაოდენობა 28–მდე გაზარდეს.

საქართველოს ნაკრებს მეშვიდე ოქროს მედალი ბერძნულ–რომაული სტილით მოჭიდავე შმაგი ბოლქვაძემ მოუტანა. თუმცა, 67 კგ–მდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე სპორტსმენი ფინალში რუს ზაურ კაბალოევთან დამარცხდა ანგარიშით 1:3. შედეგად ქართველი სპორტსმენი II ევროპული თამაშების ვიცე–ჩემპიონი გახდა. 

ამავე დისციპლინაში, თუმცა, ყველაზე მსუბუქ კატეგორიაში  (–60 კგ–მდე) ბრინჯაო დავით ჩხარტიშვილმა მოიპოვა. მესამე ადგილისთვის ორთაბრძოლაში იგი რუმინეთის წარმომადგენელ რაზმან არნაუთს დაუპირისპირდა. 

კიდევ ერთ ბრინჯაო მოიპოვა კარატისტმა გოგიტა არქანიამ (+84 კგ). მან ნახევარფინალში აზერბაიჯანელ ასიმან გურბანლის დაუთმო (0:8), თუმცა, რადგან ამ დისციპლინაში მესამე ადგილისთვის ბრძოლა არ ტარდება, იგი მედლის მფლობელი ავტომატურად გახდა.

რვა დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების აქტივში 28 მედალია –  6 ოქრო, 8 ვერცხლი და 14 ბრინჯაო. საერთოგუნდურ ჩათვლაში საქართველოს უსწრებენ ჰოლანდიისა და გერმანიის გუნდები.

შეჯიბრების დასკვნით დღეს საქართველოს ნაკრები კიდევ ორი მედლის მოპოვებას გეგმავს. მოკრივე სახილ ალახვერდიევი (–49 კგ) ფინალში სომხეთის წარმომადგენელ არტურ ხოვხანესიანოვს დაუპირისპირდება, ბერძნილ–რომაული სტილით მოჭიდავე იაკობქაჯაია (–130 კგ) კი ოქროს მედლისთვის ბელარუს კირილ ხრიშანკოს შეერკინება.

ყველა ახალი ამბავი
0