საქართველოს ნაკრებმა II ევროპულ თამაშებზე მოსალოდნელზე მეტი მედალი აიღო

© photo: Sputnik / Maksim Bogodvid / გადასვლა მედიაბანკშიკრივი
კრივი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შაბათს ქართველი სპორტსმენი ოქროს მედლისთვის იბრძოლებს

თბილისი, 28 ივნისი - Sputnik. საქართველოს ნაკრების სპორტსმენებმა მინსკში II ევროპული თამაშების დასრულებამდე ორი დღით ადრე დაგეგმილზე მეტი მედალი აიღეს.

28 ივნისს, შეჯიბრების მეშვიდე დღეს, მოკრივე ოთარ ერანოსიანმა (60კგ) საქართველოს ნაკრებს საერთო ჩათვლაში 25-ე მედალი მოუტანა.

ნახევარფინალში ჩვენი სპორტსმენი რუსეთის წარმომადგენელ გაბილ მამედოვს შეხვდა და ანგარიშით 0:5 დამარცხდა. ვინაიდან კრივში მესამე ადგილისთვის ბრძოლა არ იმართება, ორივე დამარცხებული ნახევარფინალისტი ბრინჯაოს მედლის მფლობელი ხდება.

საქართველოს ნაკრები მინსკში ევროთამაშებზე მიემგზავრება - Sputnik საქართველო
საქართველო ევროთამაშებზე მინსკში 20-25 მედალს ელოდება

გარდა ამისა, ბერძნულ-რომაულ სტილში ქართველი მოჭიდავე შმაგი ბოლქვაძე (67კგ) თავის წონით კატეგორიაში ფინალში გავიდა. გადამწყვეტი ბრძოლა რუსეთის წარმომადგენელ ზაურ კაბალოევთან შაბათს, 29 ივნისს, გაიმართება. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ნაკრებს კიდევ ერთი, რიგით 26-ე - ოქროს ან ვერცხლის - მედალი აქვს გარანტირებული.

II ევროპული თამაშების დაწყებამდე საქართველოს განათლების, კულტურის, მეცნიერებისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძემ განაცხადა, რომ მინსკის ტურნირზე ქართველმა სპორტსმენებმა 20-25 მედალი უნდა აიღონ.

უნდა აღინიშნოს ასევე, რომ ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში საქართველომ შეიძლება კიდევ ერთი, ბრინჯაოს მედალი მოიპოვოს. შეჯიბრებში 60 კგ-მდე წონით კატეგორიაში დათო ჩხარტიშვილი მესამე ადგილისთვის იბრძოლებს არდიტ ფაზლიისა (შვედეთი) და რაზვან არნაუტის (რუმინეთი) შეხვედრის გამარჯვებულთან.

ნინო სალუქვაძე ვაჟთან ერთად მეორე ევროპულ თამაშებზე მედლების გარეშე დარჩა >>

შვიდი დღის შემდეგ მინსკში საქართველოს ნაკრები კვლავ მეხუთე ადგილზეა მედლების რაოდენობით. ჩვენს სპორტსმენებს უკვე აღებული აქვთ 25 მედალი - 6 ოქრო, 7 ვერცხლი და 12 ბრინჯაო.

საერთო ჩათვლის ლიდერი რუსეთის ნაკრებია 73 მედლით (32-16-25). მას მოსდევს ევროპული თამაშების მასპინძელი ქვეყანა - ბელორუსები 55 მედლით (19-13-23) მეორე ადგილს იკავებენ, მესამე ადგილზე კი 23 მედლით (9-7-7) იტალიელები არიან.

ყველა ახალი ამბავი
0