ვინ იქნება ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი მოწინააღმდეგე „უიმბლდონზე“

© AP Photo / Lynne Sladkyნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნიკოლოზ ბასილაშვილი 32 წლის ბრიტანელ ჯეიმს უორდს შეხვდება.

თბილისი, 28 ივნისი – Sputnik. საქართველოს ჩოგბურთის მამაკაცთა ნაკრების ლიდერმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (АТР-ს რეიტინგში მე-16 ნომერი) „უიმბლდონზე“ – „დიდი სლემის“ სერიის ტურნირზე, რომელიც ლონდონში 1 ივლისს დაიწყება, მისი პირველი მოწინააღმდეგის ვინაობა გაიგო.

ტურნირზე მე-18 ნომრად განთესილი ბასილაშვილი „უიმბლდონის“ პირველ წრეში 32 წლის ბრიტანელ ჯეიმს უორდს დაუპირისპირდება. მანამდე სპორტსმენები არასდროს შეხვედრიან ერთმანეთს. 

„როლან გაროსის“ კორტები - Sputnik საქართველო
ნიკოლოზ ბასილაშვილმა „როლან გაროსის“ პირველ წრეში თავისი მეტოქის ვინაობა შეიტყო

აღსანიშნავია ბასილაშვილის ამჟამინდელი მდგომარეობა. სეზონი ქართველი სპორტსმენისთვის არცთუ ისე სახარბიელოა. მან შტუტგარტსა და ჰალეში ორ ტურნირში მიიღო მონაწილეობა და ორივე შემთხვევაში გამოსვლა პირველივე წრეში დაასრულა.

რაც შეეხება ბასილაშვილის გასული წლის „უიმბლდონზე“ ასპარეზობას, ჩოგბურთელი პირველ წრეში ფრანგ ჟილ სიმონთან დამარცხდა. ეს ნიშნავს, რომ ბასილაშვილს არ სჭირდება რეიტინგული ქულების დაცვა, ხოლო მეორე წრეში გასვლას კი ქართველი ჩოგბურთელი საკუთარ აქტივში შეიტანს.

„უიმბლდონი“ – „დიდი სლემის“ სერიის მესამე ტურნირი წელს 1–14 ივლისის პერიოდში ჩატარდება. ტურნირის საერთო საპრიზო ფონდი 16 მლნ ფუნტი სტერლინგია, მოქმედი გამარჯვებული კი სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი.

ყველა ახალი ამბავი
0