ვაკო ყაზაიშვილი აშშ–ის დაპყრობას აგრძელებს

© Sputnik / Alexander Imedashviliვაკო ყაზაიშვილი
ვაკო ყაზაიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფეხბურთელს ზედიზედ მესამე მატჩში გააქვს გოლი

თბილისი, 28 ივნისი – Sputnik. საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ნახევარმცველ ვაკო ყაზაიშვილს თავის კლუბში „სან-ხოსე ერთქვეიქსში“, რომელიც ჩრდილოეთ-ამერიკულ ლიგა MLS-ში გამოდის, ზედიზედ მესამე მატჩში გოლი გააქვს. 

ამჯერად ყაზაიშვილმა MLS-ის XVI ტურში გამართულ მატჩში ჰიუსტონის „დინამოს“ კარში დუბლი გაიფორმა. კალიფორნიის კლუბმა ამ ორი გოლის წყალობით მოიპოვა გამარჯვება - 2:0.

ქართველმა ნახევარმცველმა ანგარიში მატჩის 22–ე წუთზე გახსნა. მეორე გოლი ყაზაიშვილმა ფინალურ სასტვენამდე 15 წუთით ადრე გაიტანა.

„დინამოსთან“ გამარჯვების შემდეგ „სან–ხოსეს“ 16 მატჩში 22 ქულა დაუგროვდა და ამ ეტაპზე MLS-ის ჩემპიონატის დასავლეთ კონფერენციის პლეი-ოფის ზონაში იმყოფება.

ყველა ახალი ამბავი
0