თორნიკე ოქრიაშვილი რუსეთიდან კვიპროსზე გადადის

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველო-ლატვია. თორნიკე ოქრიაშვილი
საქართველო-ლატვია. თორნიკე ოქრიაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თორნიკე ოქრიაშვილი 2018 წლის დეკემბრიდან, რუსეთის „კრასნოდართან“ კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ, თავისუფალი აგენტის სტატუსს ატარებდა

თბილისი, 26 ივნისი - Sputnik. საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი თორნიკე ოქრიაშვილი კარიერას კვიპროსის „ანართოსისში“ გააგრძელებს. ამის შესახებ საუბარია კლუბის ვებ-გვერდზე.

ქართველ ფეხბურთელსა და კვიპროსის საფეხბურთო კლუბს შორის შეთანხმება ორი სეზონით - 2021 წლის ზაფხულამდე გაფორმდა. გარიგების ფინანსური მხარე არ ხმაურდება. „ანორთოსისში“ ოქრიაშვილი თავისუფალი აგენტის სტატუსით მოხვდა.

თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელები ანტირუსული წარწერებით - Sputnik საქართველო
უეფა ვერ დასჯის ქართველ ფეხბურთელებს - ორგანიზაციის განცხადება

„ანორთოსისს“ ძალიან მდიდარი ისტორია აქვს და მოხარული ვარ, რომ შევძლებ მოედანზე ასეთი კლუბის მაისურით ვითამაშო. ჩვენ ერთად მივაღწევთ წარმატებას. „ანორთოსისი“ - შესანიშნავი გუნდია, არაჩვეულებრივი გულშემატკივრებით და მინდა კლუბის ისტორიის ნაწილი გავხდე. იმედი მაქვს, ჩემი წარმატება ყველას წარმატება იქნება, ვინც გუნდთანაა დაკავშირებული“, - განუცხადა ოქრიაშვილმა „ანორთოსისის“ პრეს-სამსახურს.

ოქრიაშვილი თავისუფალი აგენტის სტატუსის მატარებელია გასული წლის დეკემბრიდან, მას შემდეგ, რაც რუსულმა „კრასნოდარმა“ და ქართველმა ფეხბურთელმა ურთიერთშეთანხმებით კონტრაქტი გაწყვიტეს. „კრასნოდარამდე“ ქართველი ფეხბურთელი თამაშობდა ბელგიურ „გენკში“, თურქულ „ესკიშექირსპორში“, უკრაინულ „შახტიორში" და სხვა გუნდებში.

უნდა აღინიშნოს ასევე, რომ ოქრიაშვილის გარდა „ანორთოსისში“ კიდევ ორი ქართველი ფეხბურთელი - ნიკა კაჭარავა და ბექა მიქელაძე თამაშობენ, კლუბს კი საქართველოს ყოფილი მწვრთნელი თემურ ქეცბაია ხელმძღვანელობს.

ყველა ახალი ამბავი
0