საქართველოს ევროთამაშებზე მესამე დღის შემდეგ 20 მედალი აქვს

© photo: Sputnik / Alexey Filippov / გადასვლა მედიაბანკშიგურამ თუშიშვილი
გურამ თუშიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველმა ძიუდოისტებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში წარმატებას მიაღწიეს.

თბილისი, 25 ივნისი – Sputnik. საქართველოს ნაკრების სპორტსმენებმა მინსკში მეორე ევროპული თამაშების მესამე დღეს კიდევ ოთხი მედალი მოიპოვეს და საერთო ჯამში 20 მედალი დააგროვეს.

მორიგი, მეექვსე ოქროს მედალი ნაკრებს ძიუდოისტმა გურამ თუშიშვილმა (+100 კგ) მოუტანა. მან ფინალში რუსეთის წარმომადგენელი ინალ ტასოევი დაამარცხა. 

ამგვარად, თუშიშვილი ევროპის სამგზის ჩემპიონი გახდა. საქმე ისაა, რომ წელს კონტინენტის პირველობა დამოუკიდებლად არ იმართება და ასეთად მეორე ევროპულ თამაშებზე მოპოვებული მედლები ითვლება.

საქართველოს ნაკრების ძიუდოისტებს კიდევ ერთი ოქროს მედლის მოპოვების შანსი ჰქონდათ, თუმცა ვარლამ ლიპარტელიანი (–100 კგ) ფინალში რუს არმან ადამიანთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა. 

საერთო ჯამში მინსკის ტურნირზე საქართველოს ძიუდოს ნაკრებმა შვიდი მედალი – ორი ოქრო, ერთი ვერცხლი და ოთხი ბრინჯაო მოიპოვა და მამაკაცებს შორის საერთო გუნდურ ჩათვლაში გამარჯვებული გახდა.

კიდევ ერთი ვერცხლი ნაკრებს ლუბა გოლოვინამ მოუტანა, რომელიც ბატუტზე ხტომაში გახდა ევროპული თამაშების ვიცე–ჩემპიონი. მისი შედეგია 53.990 ქულა. 

ტურნირის მესამე დღეს პირველი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს ნინო სალუქვაძემ და ცოტნე მაჭავარიანმა (დედა–შვილი) 50 მეტრის დისტანციაზე სროლაში.

ქართველი სპორტსმენების აქტივში 20 მედალია (6–5–9). მეორე ადგილზეა ევროპული თამაშების მასპინძელი გუნდი ბელარუსი (11–9–18), პირველ ადგილზე კი რუსეთის ნაკრები – 48 მედალი.

ყველა ახალი ამბავი
0