ქართველმა ხელბურთელებმა თბილისში ტურნირზე მესამედ გაიმარჯვეს

© photo: Georgian Handball Federation / FBსაქართველოს ხელბურთის ნაკრები
საქართველოს ხელბურთის ნაკრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსგავსი ტურნირები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ხელბურთის პოპულარიზაციის მიზნით იმართება.

თბილისი, 11 ივნისი – Sputnik. IHF-ის ახალგაზრდა სახელმწიფოთა ტურნირზე საქართველოს ნაკრების ხელბურთელებმა ირლანდიის გუნდი ანგარიშით 37:17 დაამარცხეს. ტურნირი თბილისში მიმდინარეობს.

ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გამარჯვებულთა გუნდში გიორგი ცხოვრებაძე აღმოჩნდა. მან ირლანდიელთა კარში შვიდი ბურთი გაიტანა. ხუთი გატანილი ბურთით მეორე ირაკლი გოგოლაძე იყო.

ჯემალ ცერცვაძე - ხელბურთის პელე - Sputnik საქართველო
"ხელბურთის პელე“, ანუ ჯემალ ცერცვაძის „სახელბურთო სპექტაკლები“

საქართველოს ნაკრებისთვის ეს გამარჯვება მიმდინარე ტურნირზე მესამეა. პირველ ტურში ნიკოლა მაქსიმოვიჩისა და ბექარ ორჯონიკიძის გუნდის წევრებმა ნიგერიის ნაკრები დაამარცხეს ანგარიშით 27:14, მეორე დღეს კი მალტის გუნდს სძლიეს ანგარიშით 39:13.

მეოთხე ტურში საქართველოს ნაკრები შეხვდება აშშ-ის ხელბურთის ნაკრებს, რომელმაც ტურნირზე В ჯგუფში ორჯერ გაიმარჯვა და ერთხელ დამარცხდა.

ხელბურთის საერთაშორისო ფედერაცია (IHF) ახალგაზრდა სახელმწიფოთა ტურნირს უკვე მესამედ ატარდებს. პირველად შეჯიბრი 2015 წელს კოსოვოში გაიმართა. ტურნირის მიზანია ხელბურთის პოპულარიზაცია იმ ქვეყნებში, სადაც სპორტის ეს სახეობა ფართოდ არ არის გავრცელებული.

 

ყველა ახალი ამბავი
0