ქართველმა მოჭადრაკემ პრეტენდენტთა ტურნირზე პარტია ყაიმით დაასრულა

© photo: Sputnik / Maxim Bogodvid / გადასვლა მედიაბანკშიპრეტენდენტთა ტურნირი ჭადრაკში
პრეტენდენტთა ტურნირი ჭადრაკში - Sputnik საქართველო
გამოწერა
შვიდი ჩატარებული ტურის შემდეგ ქართველი სპორტსმენი ლიდერს 1,5 ქულით ჩამორჩება

თბილისი, 9 ივნისი - Sputnik. საქართველოს ქალთა ნაკრების ლიდერი ჭადრაკში ნანა ძაგნიძე (მე-11 ადგილი ფიდეს რეიტინგში) ფიდეს 2019 წლის პრეტენდენტთა ტურნირზე, რომელიც ამ დღეებში ყაზანში მიმდინარეობს, პარტია ყაიმით დაასრულა.

მეშვიდე სათამაშო დღეს ძაგნიძე შავი ფიგურებით ეკატერინა ლაგნოს დაუზავდა.

ნანა ძაგნიძე - Sputnik საქართველო
ძაგნიძემ ყაზანში პარტია ტურნირის ლიდერთან წააგო

ტურნირზე ლიდერობს სხვა რუსი მოჭადრაკე ალექსანდრა გორიაჩკინა, რომელმაც 5,5 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში ერთპიროვნულად იკავებს პირველ ადგილს. მეორე ადგილზე 4 ქულით ძაგნიძე და ლაგნო არიან.

კვირას, 9 ივნისს, მერვე სათამაშო დღეს ძაგნიძე შავი ფიგურებით ეთამაშება ჩინელ ტან ჩჟუნს, რომელთანაც ტურნირის პირველ ტურში პარტია ყაიმით დაასრულა.

ნონა გაფრინდაშვილი: ინტერნეტმა ჭადრაკს ბევრი რამ დააკარგვინა საქართველოში >>

ტურნირი, რომლის საპრიზო ფონდი 200 ათას ევროს შედგენს, 18 ივნისამდე გაგრძელდება. ტურნირის გამარჯვებული მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან, ჩინელ ცზიუ ვენცზიუნთან თამაშის უფლებას მოიპოვებს.

ყველა ახალი ამბავი
0