ანასტასია გოტფრიდი

ანასტასია გოტფრიდს ევროპის ჩემპიონატის დამსახურებული მედალი დაუბრუნეს

71
(განახლებულია 17:22 08.06.2019)
ანასტასია გოტფრიდი ევროპის ორგზის ჩემპიონი მას შემდეგ გახდა, რაც სომეხ სპორტსმენს ტიტული ჩამოართვეს

თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. ძალოსანი ანასტასია გოტფრიდი, რომელიც საქართველოს სახელით 2015 წლიდან ასპარეზობს, ევროპის ორგზის ჩემპიონი გახდა, ნათქვამია ძალოსნობის ფედერაციის Facebook-გვერდზე.

ანასტასია გოტფრიდი: ოლიმპიადაზე მხოლოდ საქართველო მინდა წარვადგინო >>

2016 წელს გოტფრიდმა ნორვეგიის ქალაქ ფერდეში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავა. მან ჩემპიონის ტიტული სომეხ სპორტსხმენ რიფსიმე ხურშუდიანს დაუთმო. თუმცა, სომეხი სპორტსმენის დოპინგ-სინჯები დადებითი აღმოჩნდა და ძალოსნობის მსოფლიო ფედერაციის გადაწყვეტილებით, ხურშუდიანს 2008 წლიდან მოპოვებული ყველა ჯილდო ჩამოერთვა. მათ შორის 2016 წლის ევროპის ჩემპიონობა.

საერთაშორისო ფედერაციის რეგლამენტით, 2016 წლის კონტინენტური პირველობის გამარჯვებული ანასტასია გოტფრიდი გახდა.

ამგვარად, გორფრიდი ევროპის ორგზის ჩემპიონი გახდა - სპორტსმენმა ოქროს მედალი 2018 წელს ბუქარესტში გამართულ ტურნირზე მოიპოვა.

გარდა ამისა, გორფრიდი 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონია. ის პირველი ძალოსანი ქალია საქართველოს ისტორიაში, რომელმაც მსოფლიო პირველობის კვარცხლბეკზე ასვლა შეძლო.

71
თემები:
სპორტის ამბები (297)