დავით თათვიძე

ექვსი წლის დავით თათვიძე ევროპის ჩემპიონია ჭადრაკში

240
(განახლებულია 16:21 08.06.2019)
რუმინეთში 7 წლამდე ასაკის მოსწავლეთა შორის ევროპის ჩემპიონატი გაიმართა

თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. ექვსი წლის დავით თათვიძემ (მამაიაში (რუმინეთი) მიმდინარე ევროპის სასკოლო ჩემპიონატზე გაიმარჯვა, იუწყება საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია.

„დავით თათვიძემ მერვე პარტიაშიც დამაჯერებლად გაიმარჯვა და ერთი ტურით ადრე მოიპოვა 7 წლამდე ასაკის მოსწავლეთა შორის ევროპის ჩემპიონის ტიტული“, - ნათქვამია ფედერაციის განცხადებაში.

პატარა ჩემპიონს გამარჯვება პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მიულოცა.

„ვულოცავ 6 წლის დავით თათვიძეს ევროპის ჩემპიონობას ჭადრაკში 7 წლამდელ მოსწავლეთა შორის!“ - დაწერა ბახტაძემ საკუთარ Facebook-გვერდზე.

ნორჩი მოჭადრაკის მწვრთნელია ნანა ჭეფხოძე.

240
თემები:
სპორტის ამბები (481)