საქართველო-გიბრალტარი - 3:0

EURO-2020: საქართველომ გიბრალტარის გუნდი გაანადგურა

160
(განახლებულია 22:29 07.06.2019)
საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა EURO-2020-ის შესარჩევ მატჩში მოიგო

თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა გიბრალტარის გუნდს EURO-2020-ის შესარჩევ მატჩში ანგარიშით 3:0 მოუგო.

თამაში, რომელიც მთლიანად ქართველი ფეხბურთელების უპირატესობით წარიმართა, ახლახან „დინამო არენას“ სტადიონზე დასრულდა. „Sputnik-საქართველო“ თამაშის პირდაპირ ტრანსლაციას ახორციელებდა.

საქართველოს ნაკრებმა EURO-2020-ის შესარჩევ ციკლში პირველი გამარჯვება მოიპოვა. პირველ ტაიმში ანგარიში გახსნა ვაკო გვილიამ, შესვენების შემდეგ თავი გამოიჩინეს გიორგი პაპუნაშვილმა და ვატო არველაძემ, რომელმაც 11-მეტრიანი გაიტანა.

ვლადიმირ ვაისისთვის ეს გამარჯვება საქართველოს ნაკრების საჭესთან რიგით მე-13 გახდა. „Sputnik-საქართველო“ ულოცავს საქართველოს ნაკრების ყველა ქომაგს გამარჯვებას და დაელოდება მატჩს დანიის წინააღმდეგ, რომელიც 10 ივნისს კოპენჰაგენში გაიმართება.

160
თემები:
სპორტის ამბები (367)