ქართველმა მოჭიდავეებმა ევროპის ჩემპიონატზე ორი ოქრო მოიპოვეს

© courtesy of GeoWrestlingლაშა გობაძე
ლაშა გობაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს მედლების საერთო აქტივში ექვსი მედალი აქვთ

თბილისი, 6 ივნისი — Sputnik. ესპანეთის ქალაქ პონტევედრაში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა დიეგო ჩხიკვაძემ და გიორგი შოთაძემ ოქროს მედლები მოიპოვეს.

ფინალში 60 კგ-მდე წონით კატეგორიაში ჩხიკვაძემ აზერბაიჯანელი ასგარ ალიზადე ანგარიშით 8:3 დამაჯერებლად დაამარცხა, შოთაძე კი 67 კგ-მდე წონით კატეგორიაში შეუდარებელი იყო - მან სომეხი ჰაიკ მელიკიანი ანგარიშით 9:0 დაამარცხა.

ფრიდონ აბულაძე - Sputnik საქართველო
ესპანეთში ევროპის ჩემპიონატზე საქართველომ ოთხი მედალი მოიპოვა

საქართველოს ნაკრების ჯილდოების რაოდენობის ბრინჯაოს მედლით შევსება შეეძლო კოკა ღარიბაძეს (-97 კგ), თუმცა იგი ბელარუს ვლადისლავ პუსტაშილაიუსთან დამარცხდა.

საერთო ჯამში, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების აქტივში ექვსი მედალია. ტურნირის პირველ დღეს ოქრო მოიპოვა ფრიდონ აბულაძემ (-55 კგ), ვერცხლი ლერი აბულაძემ (-63 კგ), ხოლო ორი ბრინჯაო ნიკა შერბაკოვმა (-77 კგ) და გიორგი ქაცანაშვილმა (-97კგ).

ამ შედეგის წყალობით ქართველმა სპორტსმენებმა მედლების საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს და უნგრეთის ნაკრები ერთი ბრინჯაოთი (3-1-1-) ჩამოიტოვეს. ლიდერთა სამეულს თურქეთის ნაკრები (2-0-1) ასრულებს.

ყველა ახალი ამბავი
0