ნანა ძაგნიძე

ძაგნიძე ყაზანის ტურნირზე პირველად დამარცხდა

72
(განახლებულია 16:09 06.06.2019)
შემდეგ ტურში ქართველი მოჭადრაკე თეთრი ფიგურებით ტურნირის ლიდერს შეხვდება.

თბილისი, 6 ივნისი — Sputnik. საქართველოს ქალთა ნაკრების ლიდერი ჭადრაკში ნანა ძაგნიძე (მე-11 ადგილი ფიდეს რეიტინგში) ფიდეს 2019 წლის პრეტენდენტთა ტურნირზე, რომელიც ამ დღეებში ყაზანში მიმდინარეობს, პირველად დამარცხდა.

ძაგნიძე მეხუთე ტურში შავი ფიგურებით რუს ალექსანდრა კოსტენიუკს დაუპირისპირდა და დამარცხდა. აქამდე ქართველი სპორტსმენის ანგარიშზე ერთი ყაიმი და სამი გამარჯვება იყო.

ამ წაგების გამო ძაგნიძემ სატურნირო ცხრილში ლიდერის პოზიციები დათმო. 3,5 ქულით ქართველი მოჭადრაკე მეორე ადგილზე გადავიდა, ხოლო ლიდერის პოზიციები 4 ქულით დაიკავა რუსეთის წარმომადგენელმა ალექსანდრა გორიაჩკინამ, რომელმაც მეხუთე ტურში ჩინელ ტან ჩჟუნის მოუგო.

მეექვსე ტურში, 6 ივნისს ძაგნიძე ლიდერობის დაბრუნებას შეეცდება – თეთრი ფიგურებით სწორედ ალექსანდრა გორიაჩკინას დაუპირისპირდება.

პრეტენდენტთა ტურნირი ორწრიული სისტემით ტარდება – რვა მონაწილიდან თითოეული ყველა მონაწილესთან ორ პარტიას ითამაშებს: ერთს თეთრით, მეორეს – შავი ფიგურებით.

ნონა გაფრინდაშვილი: ინტერნეტმა ჭადრაკს ბევრი რამ დააკარგვინა საქართველოში>>

ტურნირის საპრიზო ფონდი 200 ათასი ევროა, რომელიც მონაწილეთა შორის დაკავებული ადგილების მიხედვით გადანაწილდება.

ტურნირი 18 ივნისამდე გაგრძელდება. ტურნირის გამარჯვებული მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან, ჩინელ ცზიუ ვენცზიუნთან თამაშის უფლებას მოიპოვებს.

72
თემები:
სპორტის ამბები (722)
„დინამო“ თბილისი

საქართველოს ფეხბურთის ჩემპიონატში ლიდერი შეიცვალა

359
(განახლებულია 15:06 04.07.2020)
თბილისის „დინამომ“ მოუგო „ლოკომოტივს“ ანგარიშით 4:0 და სატურნირო ცხრილის პირველი სტრიქონი დაიკავა.

თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ჩემპიონატის ეროვნული ლიგის მეოთხე ტურში თბილისის „დინამომ“ მოუგო „ლოკომოტივს“ ანგარიშით 4:0 და სატურნირო ცხრილის პირველი სტრიქონზე „რკინიგზელები“ ჩაანაცვლა.

ცნობილი გახდა თარიღი, თუ როდის განახლდება საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატი მეორე ლიგაში >>

შეხვედრის ყველა გოლი შესვენების შემდეგ გავიდა. ანგარიში 61-ე წუთზე დავით კობოურმა გახსნა. კიდევ ათი წუთის შემდეგ თორნიკე კაპანაძემ პენალტი დაარტყა, რამაც დაპირისპირების დასასრულიც განაპირობა.

შეხვედრის ბოლო 11 წუთში მასპინძლებმა თავი კიდევ ორჯერ გამოიჩინეს. თავიდან კირკიტაძემ ავტოგოლი გაიტანა, ხოლო საბოლოო ანგარიში „დინამოს“ ბრაზილიელი ლეგიონერის, ვიქტორ პერნამბუკოს გატანილმა გოლმა დაამყარა.

აღსანიშნავია, რომ დინამოელები მთელი მეორე ტაიმის დროს უპირატესობას ფლობდნენ, რადგან შესვენების წინ მინდორიდან „ლოკომოტივის“ კაპიტანი და მცველი დავით უბილავა გააძევეს.

ჩემპიონატის ოთხი მატჩის შემდეგ „დინამომ“ რვა ქულა დააგროვა და „ლოკომოტივს“ ერთი ქულით გაუსწრო. დაგროვილი ქულებით „დინამოელებს“ შეიძლება გაუტოლდეს გორის „დილა“, რომელიც საანგარიშო ტურში გასვლაზე საჩხერის „ჩიხურას“ ხვდება.

საქართველოს ჩემპიონატი ეროვნულ ლიგაში მარტის დასაწყისში ორი ტურის შემდეგ COVID-19-ის პანდემიის გამო შეწყდა. ივნისის ბოლოს ჩემპიონატი განახლდა, თუმცა ყველა მატჩი ცარიელი ტრიბუნებით ტარდება.

359
თემები:
სპორტის ამბები (722)
ახალი სტადიონი ბათუმში

ბათუმში ახალი სტადიონის მშენებლობა დასრულდა - ფოტო

947
(განახლებულია 12:02 04.07.2020)
სტადიონი ბათუმის ცენტრალურ ადგილას მდებარეობს და მისი მშენებლობის ღირებულება თითქმის 100 მილიონ დოლარს შეადგენს

თბილისი, 4 ივლისი – Sputnik. ბათუმის ცენტრალური სტადიონის მშენებლობა დასრულდა, ნათქვამია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში.

Строительство нового стадиона в Батуми - вид сверху
ახალი სტადიონი ბათუმში

უეფას IV კატეგორიის სტანდარტებით აშენებული არენა 20000 მაყურებელზეა გათვლილი.

ახალი სტადიონის საძირკველი 2018 წლის დასაწყისში ჩაიყარა. პროექტის ღირებულება თითქმის 100 მილიონ დოლარს შეადგენს. სტადიონი მდებარეობს ბათუმის ცენტრალურ ადგილას, ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე.

ძველი სტადიონი ბათუმში 2006 წელს დაანგრიეს, მას მერე ქალაქს სტადიონი არ აქვს. ახალი ობიექტის მშენებლობისთვის რამდენიმე ტენდერი ჩაიშალა, ასევე რამდენჯერმე შეიცვალა პროექტი.

947
თემები:
სპორტის ამბები (722)
მყიდველები ბაზარში

კორონავირუსი საქართველოში: საგანგებო მდგომარეობის შემდეგ შეზღუდვების სრული სია/7 ივლისი

85958
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ერთი თვის წინ მოიხსნა, მაგრამ მთავრობამ შეზღუდვების ნაწილი ძალაში დატოვა.

თბილისი, 7 ივლისი – Sputnik. საქართველოს მთავრობა აგრძელებს კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნას, მაგრამ ამავე დროს მთავრობა და ეპიდემიოლოგები მოუწოდებენ მოქალაქეებს გამოიჩინონ სიფრთხილე და დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები.

ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედებს შემდეგი შეზღუდვები:

  • დახურულ სივრცეებში, საჯარო დაწესებულებებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ოფისებსა და მაღაზიებში სავალდებულოა პირბადის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა;
  • საზოგადოებრივ ტრანსპორტში დაუშვებელია პირბადის გარეშე ყოფნა და კონდიციონერების ჩართვა;

  • ტაქსის მძღოლისთვის სავალდებულოა პირბადის ტარება, ტაქსით ორზე მეტი მგზავრის გადაყვანა არ შეიძლება, ისიც უკანა სავარძელზე;
  • დახურულ სივრცეებში აკრძალულია კულტურული და სპორტული ღონისძიებების გამართვა;
  • კაზინოების და ტოტალიზატორების მუშაობა დაშვებულია მხოლოდ ონლაინ;
  • აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა ტრადიციულ სოციალურ ღონისძიებებზე (ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.);
  • უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესი კვლავ დისტანციურად განხორციელდება;
  • ადამიანების თავშეყრის ადგილებში აკრძალულია სპლიტ-სისტემის კონდიციონერების გამოყენება, რომლებიც ჰაერს იღებენ შენობიდან, აგრილებენ და ისევ აბრუნებენ. დაშვებულია სამრეწველო კონდიციონერების გამოყენება, რომლებიც კონდიცირება-ვენტილაციის სისტემებს მოიცავს (ჰაერი შენობაში გარედან შეაქვს).

ამ მომენტისათვის ინფიცირებულთა რაოდენობა 953 ადამიანს შეადგენს, აქედან 830 გამოჯანმრთელდა, 15 კი გარდაიცვალა. კიდევ სამი ინფიცირებული მოქალაქე სამკურნალოდ სხვა ქვეყნებიდან ჩამოიყვანეს.

საქართველო სხვა ქვეყნებისთვის კორონავირუსთან ბრძოლაში სამაგალითოა >>

15 ივნისიდან აღდგა შიდა ტურიზმი, ხოლო 1 ივლისიდან საქართველო საზღვრებს უცხოელი ტურისტებისთვის გახსნის.

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო ოპერატიულად აფასებს სიტუაციას და შეიმუშავებს ახალ რეკომენდაციებს და შეზღუდვებს.

მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge გამოქვეყნებული ბოლო მონაცემების თანახმად, საკარანტინო სივრცეში იმყოფება 3903, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ კი 202 ადამიანია.

მთავრობა მოსახლეობას მოუწოდებს, ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით მხოლოდ და მხოლოდ გადამოწმებულ და ოფიციალურად დადასტურებულ ინფორმაციას ენდონ. ყველა ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

„ცხელი ხაზის“ ნომრები: ცხელი ხაზი კარანტინის რეჟიმის საკითხებზე – 144. საქართველოს ჯანდაცვა – 15 05 (დღე-ღამის განმავლობაში); დაავადებათა კონტროლის ცენტრი – 116 001 (21:00-მდე სამუშაო დღეებში და 18:00-მდე დასვენების დღეებში).

ყველა მოხალისეს, რომელსაც აქვს დრო და სურვილი დაეხმაროს ხანდაზმულ ადამიანებს, ასევე მათ, ვისაც სპეციალური დახმარება ესაჭიროება, შეუძლია დარეკოს მერიის ცხელ ხაზზე (032)2722222 და წითელი ჯვრის ცხელ ხაზზე - 0800 000 018.

კორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვების მოხსნის ეტაპები
© Sputnik / Konstantin Ivanov.
კორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვების მოხსნის ეტაპები
85958
თემები:
COVID-19 საქართველოში