ესპანეთში ევროპის ჩემპიონატზე საქართველომ ოთხი მედალი მოიპოვა

© photo: GeoWrestling / FBფრიდონ აბულაძე
ფრიდონ აბულაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ფრიდონ აბულაძემ საქართველოს ნაკრებს ოქროს მედალი მოუტანა

თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. ქართველმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა ესპანეთის ქალაქ პონტევედრაში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის პირველ დღეს ოთხი მედალი მოიპოვეს.

საქართველოს გუნდს ერთადერთი ოქროს მედალი ფრიდონ აბულაძემ მოუტანა, რომელმაც 55 კგ-მდე წონით კატეგორიაში ფინალურ ორთაბრძოლაში რუსი ანვარ ალახიაროვი ანგარიშით 7:6 დაამარცხა.

კვარცხლბეკის უმაღლეს საპატიო საფეხურზე ასვლის შანსი ჰქონდა ლერი აბულაძესაც, თუმცა, ფინალში ქართველი სპორტსმენი თურქ აბდულ ტოპრაკთან (-63 კგ) ანგარიშით 2:8 დამარცხდა.

კიდევ ორი ბრინჯაო მოიპოვეს ნიკა შერბაკოვმა (-77 კგ) და გიორგი ქაცანაშვილმა (-97კგ).

ტურნირის მეორე დღეს ქართველ სპორტსმენებს კიდევ სამი მედლის მოპოვების შანსი ექნებათ. ევროპის ჩემპიონის წოდებისთვის ორთაბრძოლას გამართავენ დიეგო ჩხიკვაძე (-60 კგ), და გიორგი შოთაძე (-67 კგ), კონტინენტური პირველობის ბრინჯაოს მედლისთვის - კობა ღარიბაძე (-97 კგ).

 

ყველა ახალი ამბავი
0