ახალგაზრდა ქართველმა ბორჯღალოსნებმა მსოფლიო ჩემპიონატი წაგებით დაიწყეს

© World Rugbyახალი ზელანდიის ახალგაზრდული ნაკრები საქართველოსთან მატჩის წინ
ახალი ზელანდიის ახალგაზრდული ნაკრები საქართველოსთან მატჩის წინ - Sputnik საქართველო
გამოწერა
მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკელ თანატოლებთან გამართავს.

თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. საქართველოს ახალგაზრდა მორაგბეთა ნაკრებმა (U-20) არგენტინაში მსოფლიო ჩემპიონატზე ახალ ზელანდიასთან სასტარტო მატჩი ანგარიშით 13:45 წააგო.

ილია მაისურაძის შეგირდებმა ანგარიში თედო აბჟანდაძის ზუსტი საჯარიმო დარტყმის შემდეგ გახსნეს. თუმცა ქართველი მორაგბეების უპირატესობა მხოლოდ რამდენიმე წუთს გაგრძელდა. ახალზელანდიელებმა ინიციატივა ხელში აიღეს და ამის შემდეგ თამაშს აკონტროლებდნენ. პირველ ტაიმში აბჟანდაძემ კიდევ ერთი საჯარიმო დარტყმა შეასრულა ზუსტად, მაგრამ შესვენებაზე გუნდები ახალი ზელანდიის სასარგებლოდ 19:6 ანგარიშით გავიდნენ.

ახალგაზრდული ნაკრები რაგბიში - Sputnik საქართველო
ქართველი მორაგბეები ევროპის ჩემპიონატზე რუსეთს დაუპირისპირდებიან

შესვენების შემდეგ ვითარება მინდორზე არ შეცვლილა. ახალი ზელანდიის მორაგბეები ზრდიდნენ უპირატესობას და საბოლოო ჯამში მათ შვიდი ლელო დადეს. ქართველებმა კი მხოლოდ ვახტანგ ჯინჭარაძის ერთი ლელოთი უპასუხეს.

С ჯგუფის მეორე მატჩში სამხრეთ აფრიკის ნაკრებმა შოტლანდიას ანგარიშით 43:19 მოუგო. მსოფლიო ჩემპიონატზე მომდევნო შეხვედრას მაისურაძის გუნდი სწორედ სამხრეთაფრიკელებთან გამართავს. ეს თამაში 8 ივნისს ქალაქ როსარიოში შედგება.

ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას იღებს სამ ჯგუფად დაყოფილი 12 გუნდი. ნახევარფინალში გადიან თითოეული კვარტეტის გამარჯვებული და მეორე ადგილზე გასული ერთი საუკეთესო ნაკრები.

ლამაზი მოგებით დასრულებული სარაგბო სეზონი და იაპონური იმედგაცრუება >>

საქართველოს ნაკრებისთვის (U-20) ამჟამინდელი მსოფლიო ჩემპიონატი რიგით მეოთხეა. პირველ ორ „მუნდიალზე“ 2016 და 2017 წლებში ქართველებმა თითო გამარჯვება მოიპოვეს, რითიც ელიტაში ადგილი შეინარჩუნეს. გასულ წელს ქართველმა მორაგბეებმა წინა წელზე გაცილებით უკეთესად იასპარეზეს – მოიპოვეს სამი გამარჯვება და საბოლოოდ მეცხრე ადგილი დაიკავეს.

ყველა ახალი ამბავი
0