ნანა ძაგნიძემ ყაზანში ტურნირზე მეორე გამარჯვება მოიპოვა

გამოწერა
შემდეგ პარტიას ქართველი მოჭადრაკე რუსეთის წარმომადგენელთან ითამაშებს.

თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. საქართველოს ქალთა საჭადრაკო ნაკრების ლიდერმა ნანა ძაგნიძემ (მე-11 ადგილი ფიდეს რეიტინგში) ფიდეს 2019 წლის პრეტენდენტთა ტურნირზე ყაზანში მეორე გამარჯვება მოიპოვა.

მესამე ტურში ძაგნიძემ თეთრი ფიგურებით უკრაინელ მარია მუზიჩუკს მოუგო. ქართველმა მოჭადრაკემ შესამჩნევ უპირატესობას პარტიის დებიუტშივე მიაღწია, მაგრამ შეხვედრის გამარჯვებით დასასრულებლად მას თითქმის ხუთი საათი დასჭირდა.

ქართველი მოჭადრაკე პრეტენდენტთა ტურნირზე ყაზანში ლიდერთა შორის არის>>

სამი პარტიის შემდეგ ძაგნიძის აქტივში 2,5 ქულაა და ის რუსეთის წარმომადგენელ ალექსანდრა გორიაჩკინასთან ერთად სატურნირო ცხრილს უდგას სათავეში.

ნანა ძაგნიძე - Sputnik საქართველო
ყაზანში ნანა ძაგნიძე მსოფლიო ჩემპიონობისათვის იბრძოლებს

ორშაბათს, 3 ივნისს ტურნირზე დასვენების დღეა გამოცხადებული. შემდეგ პარტიებს მოჭადრაკეები 4 ივნისს ითამაშებენ. ნანა ძაგნიძე შავი ფიგურებით ვალენტინა გუნინას შეხვდება, ხოლო გორიაჩკინა – ანა მუზიჩუკს.

პრეტენდენტთა ტურნირი ორწრიული სისტემით ჩატარდება – რვა მონაწილიდან თითოეული ყველა მონაწილესთან ორ პარტიას ითამაშებს: ერთს თეთრით, მეორეს – შავი ფიგურებით.

ტურნირის საპრიზო ფონდი 200 ათასი ევროა, რომელიც მონაწილეთა შორის დაკავებული ადგილების მიხედვით გადანაწილდება. ტურნირი 18 ივნისამდე გაგრძელდება.

ნონა გაფრინდაშვილი: ინტერნეტმა ჭადრაკს ბევრი რამ დააკარგვინა საქართველოში>>

ტურნირის გამარჯვებული მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან, ჩინელ ცზიუ ვენცზიუნთან თამაშის უფლებას მოიპოვებს.

ყველა ახალი ამბავი
0