ქართველი მოჭადრაკე პრეტენდენტთა ტურნირზე ყაზანში ლიდერთა შორის არის

© photo: Sputnik / Maxim Bogodvid / გადასვლა მედიაბანკშიპრეტენდენტთა ტურნირი ჭადრაკში. დღე პირველი
პრეტენდენტთა ტურნირი ჭადრაკში. დღე პირველი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტურნირის გამარჯვებული მსოფლიო პირველობაზე მოქმედ ჩემპიონს ეთამაშება

თბილისი, 2 ივნისი - Sputnik. საქართველოს ქალთა საჭადრაკო ნაკრების ლიდერი ნანა ძაგნიძე (მე–11 ადგილი ფიდეს რეიტინგში) ფიდე–2019–ის პრეტენდენტთა ტურნირზე ყაზანში ლიდერებში მოხვდა.

მეორე ტურში ძაგნიძემ შავი ფიგურებით უკრაინელ ანა მუზიჩუკს მოუგო და 1,5 ქულა დააგროვა. ქულათა იგივე რაოდენობა აქვს რუს ალექსანდრა გორიაჩკინას, რომელმაც მეორე საშეჯიბრო დღეს თავის თანამემამულე ვალენტინა გუნინას მოუგო.

ტურნირზე გამართული ორი სხვა პარტია - ეკატერინა ლაგნო (რუსეთი) - ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი) და ტან ჩჟუნი (ჩინეთი) - მარია მუზიჩუკი (უკრაინა) ყაიმით დასრულდა.

საბჭოთა კავშირის ოლიმპიური ნაკრების წევრები: მაია ჩიბურდანიძე, ნანა იოსელიანი და ნონა გაფრინდაშვილი - Sputnik საქართველო
მსოფლიოში უძლიერესი ქართველი მოჭადრაკე ქალების შესახებ ფილმს გადაიღებენ

მესამე ტურში 2 ივნისს ძაგნიძე მარია მუზიჩუკს თეთრი ფიგურებით ეთამაშება.

პრეტენდენტთა ტურნირი ორწრიული სისტემით ჩატარდება – რვა მონაწილიდან თითოეული ყველა მონაწილესთან ორ პარტიას ითამაშებს: ერთს თეთრით, მეორეს – შავი ფიგურებით.

ტურნირის საპრიზო ფონდი 200 ათასი ევროა, რომელიც მონაწილეთა შორის დაკავებული ადგილების მიხედვით გადანაწილდება.

„ჭადრაკის დედოფალი" თბილისში სექტემბერში გამოჩნდება >>

ტურნირი 18 ინისამდე გაგრძელდება.

ყველა ახალი ამბავი
0