ქართველ სუმოისტს ოძეკის ტიტულამდე რამდენიმე სანტიმეტრი დააკლდა

© photo: AFP 2020 / ZELLER FRANKქართველმა სუმოისტი ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი)
ქართველმა სუმოისტი ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველ სპორტსმენს გამარჯვების მოსაპოვებლად ორი შანსი დარჩა

თბილისი, 24 მაისი — Sputnik. ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინმა) ტოკიოში ზაფხულის ნაცუ ბაშოზე ზედიზედ მესამე მარცხი განიცადა.

ტურნირის მე-13 დღეს ტოჩინოშინი ხვდებოდა შეჯიბრების ლიდერს - დასავლეთის მერვე მაეგაშირა ასანოიამას (ჰიროკი ისიბასი). შერკინების დროს ასანოიამა მარცხენა ხელით ტოჩინოშინის ქამარს (მავასის) სწვდა და ის დოჰიოს ნაპირამდე მისწია, რითიც საპასუხო მოქმედებები შეუზღუდა. მაგრამ ტოჩინოშინმა გდება გააკეთა და მსაჯებმა მას მოგება ჩაუთვალეს.

თუმცა, ექვსწუთიანი თათბირის შემდეგ მსაჯების კონსილიუმმა ეს გადაწყვეტილება გააუქმა. ვიდეოგამეორების ოთახიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მსაჯებმა დაადგინეს, რომ გდების დროს ტოჩინოშინმა დოჰიოს პერიმეტრს მარჯვენა ფეხის ქუსლით გასცდა.

ეს დამარცხება ტოჩინოშინისთვის ამ ნაცუ ბაშოზე მეოთხე გახდა და ახლა მისი ბალანსია 9-4. ოძეკის ტიტულის დასაბრუნებლად, რომელიც გორგაძემ გაზაფხულის ჰარუ-ბაშოზე დაკარგა, ჩვენმა სპორტსმენმა ტურნირზე დარჩენილი ორი შერკინებიდან ერთი უნდა მოიგოს.

ეს კი საკმაოდ რთული იქნება. საქმე ისაა, რომ ტოჩინოშინის მე-14 მეტოქე ნაცუ ბაშოზე იოკოძუნა კაკურიუ იქნება. სუმოისტები ერთმანეთს 26-ჯერ არიან შეხვედრილი და პირადი შეხვედრების ანგარიშია 23:3 მონღოლი სპორტსმენის სასარგებლოდ.

ყველა ახალი ამბავი
0