თორნიკე შენგელია

დამცავი ნიღბით მოედანზე! თორნიკე შენგელიას ცხვირის ოპერაცია გაუკეთეს

40
(განახლებულია 21:51 14.05.2019)
კალათბურთელი წვრთნებს კვირის ბოლოს შეუდგება.

თბილისი, 15 მაისი — Sputnik. საქართველოს კალათბურთის ნაკრების ლიდერსა და ესპანეთის „ბასკონიის“ კაპიტანს თორნიკე შენგელიას გატეხილ ცხვირზე ოპერაცია გაუკეთეს, ნათქვამია ესპანური კლუბის ვებ-გვერდზე. 

ქართველ კალათბურთელს ოპერაცია ქალაქ ვიტორია–გასტეისის ერთ–ერთ საავადმყოფოში ექიმმა რაფაელ სარდონმა გაუკეთა და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ საავადმყოფოში ერთი ღამე დარჩა. შენგელია საწვრთნელ პროცესს სამი დღის შემდეგ დაუბრუნდება. იმისთვის, რომ შესაძლო კონტაქტი თავიდან აირიდოს, ქართველი თავდამსხმელი მოედანზე, საჭიროებიდან გამომდინარე, დამცავი ნიღბით გავა.

შენგელიამ ცხვირი ესპანეთის რეგულარულ ჩემპიონატზე „სან პაბლო ბურგოსთან“ გამართული მატჩის დროს დაიშავა, რომელიც „ბასკონიამ“ ანგარიშით 87:79 მოიგო. შენგელიამ მოედანზე სულ 12 წუთზე მეტი დაჰყო, ამ დროის განმავლობაში მან შვიდი ქულა, ერთი მოხსნა და ორი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

ესპანეთის ეროვნული ჩემპიონატის 32 ტურის შემდეგ „ბასკონია“ მეორე ადგილს იკავებს და მადრიდის „რეალს“ ერთი ქულით ჩამორჩება.

40
თემები:
სპორტის ამბები (122)