ზურაბ იაკობაშვილი

17 მედალი! ქართველი მოჭიდავეების ტრიუმფი კიევის ტურნირზე

110
(განახლებულია 17:11 13.05.2019)
ქართველმა მოჭიდავეებმა უკრაინის დედაქალაქში ხუთი ოქრო მოიპოვეს.

თბილისი, 13 მაისი — Sputnik. კიევში გამართულ ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ქართველმა სპორტსმენებმა 17 მედალი მოიპოვეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

განსაკუთრებულად წარმატებული იყო თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა გამოსვლა, რომლებმაც ოთხი ოქროს მედალი მოიპოვეს. ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ: ზურაბ იაკობაშვილი (-70 კგ), ავთო კენჭაძე (-74 კგ), ტარიელ გაფრინდაშვილი (-79 კგ) და ირაკლი მწითური (-92 კგ).

უმაღლესი სინჯის ოთხ ჯილდოსთან ერთად ჩვენმა მოჭიდავეებმა სამი ვერცხლი და ორი ბრინჯაოც მოიპოვეს.

რაც შეეხება ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებს, კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე მხოლოდ გელა ბოლქვაძე ავიდა. 77 კგ-მდე წონით კატეგორიაში ფინალურ ორთაბრძოლაში ბოლქვაძემ უკრაინის წარმომადგენელი ელმარ ნურალიევი ანგარიშით 9:0 დაამარცხა.

კლასიკური სტილით მოჭიდავეთა ანგარიშზე ასევე არის ორი ვერცხლისა და ხუთი ბრინჯაოს მედალი.

 

110
თემები:
სპორტის ამბები (241)