გელა ზაალიშვილი

ქართველმა ძიუდოისტმა ბაქოს ტურნირზე ოქრო მოიპოვა

115
საქართველოს ნაკრებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა

თბილისი, 12 მაისი — Sputnik. ქართველმა ძიუდოისტმა გელა ზაალიშვილმა „დიდი სლემის“ სერიის ტურნირის დასკვნით დღეს ოქროს მედალი მოიპოვა. ტურნირი ბაქოში დღეს დასრულდა.

ზაალიშვილმა 100 კილოგრამის ზემოდ წონით კატეგორიაში გაიმარჯვა. ფინალურ შერკინებაში ქართველმა ძიუდოისტმა რუსეთის წარმომადგენელი რუსლან შაჰბაზოვი დაამარცხა.

საქართველოს ნაკრებისთვის ეს მედალი ბაქოს ტურნირზე მესამე გახდა. ადრე „დიდი სლემის“ ვიცე-ჩემპიონის ტიტული თემურ ნოზაძემ (-60 კგ) მოიპოვა, ხოლო მესამე ადგილის მფლობელი ტატო გრიგალაშვილი (-81 კგ) გახდა.

ზაალიშვილის ოქროს წყალობით საქართველოს ნაკრებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა. ტურნირის გამარჯვებული აზერბაიჯანის გუნდი გახდა, რომლის ძიუდოისტებმა ექვსი მედალი დაიმსახურეს (1-2-3). მესამე ადგილზეა ისრაელის ნაკრები (1-1-0).

115
თემები:
სპორტის ამბები (122)