გრან-პრი ძიუდოში. მამაკაცები

ქართველი ძიუდოისტი ტატამზე ტელეფონით გავიდა - კურიოზის ვიდეო

133
(განახლებულია 15:52 12.05.2019)
რადგან ტატამზე აკრძალულია რაიმე ნივთების შეტანა, სპორტსმენს ტექნიკური წაგება ჩაუთვალეს

თბილისი, 12 მაისი — Sputnik. ქართული წარმოშობის პორტუგალიელ ძიუდოისტ ანრი ეგუტიძეს ტატამზე ბრძოლის დროს კიმონოდან მობილური ტელეფონი გადმოუვარდა.

ქართველი სპორტსმენი ბაქოში „დიდი სლემის“ ტურნირის ეტაპში იღებდა მონაწილეობას.

მეტოქემ და მსაჯმა მაშინვე დაინახეს ტატამზე დავარდნილი ტელეფონი და პორტუგალიელ ძიუდოისტს ტექნიკური წაგება ჩაუთვალეს. ძიუდოს წესების მიხედვით, ტატამზე აკრძალულია ნივთების შეტანა.

საქართველოს ძიუდოს ნაკრებმა ბაქოში ორი სატურნირო დღის შემდეგ ორი მედალი მოიპოვა: ტატო გრიგალაშვილმა 81 კგ-მდე წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი აიღო, თემურ ნოზაძე (-60 კგ) ვიცე-ჩემპიონი გახდა.

გარდა ამისა, იაგო აბულაძემ, რომელიც რუსეთის სახელით ასპარეზობს, 60 კგ-მდე წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

133
თემები:
სპორტის ამბები (122)