საჭადრაკო ოლიმპიადა

„ჭადრაკის დედოფალი" თბილისში სექტემბერში გამოჩნდება

69
(განახლებულია 12:08 08.05.2019)
მაია ჩიბურდანიძის სახელობის აკადემიაში სწავლება ლეგენდარული მოჭადრაკის საავტორო პროგრამით წარიმართება.

თბილისი, 8 მაისი — Sputnik. ჭადრაკში მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონის მაია ჩიბურდანიძის სახელობის აკადემია „ჭადრაკის დედოფალი" თბილისში სექტემბერში გაიხსნება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

მსოფლიოში უძლიერესი ქართველი მოჭადრაკე ქალების შესახებ ფილმს გადაიღებენ>>>

აკადემია დიდ დიღომში დაიდებს ბინას. იქ სწავლება ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე ქალის საავტორო პროგრამით წარიმართება.

მაია ჩიბურდანიძე ქართველი და საბჭოთა მოჭადრაკე, არის მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ქალთა შორის (1978-1991) და მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადების ცხრაგზის გამარჯვებული – ხუთჯერ სსრკ-ის გუნდის შემადგენლობაში და ოთხჯერ – საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში.

1978 წელს ჩიბურდანიძე სსრკ-ის სპორტის დამსახურებული ოსტატი გახდა, 1984 წელს კი გროსმაისტერი.

ქალთა შორის ოლიმპიადებზე გამარჯვებების რაოდენობით ჩიბურდანიძე მხოლოდ ნონა გაფრინდაშვილს ჩამორჩება.

 

69
თემები:
სპორტის ამბები (122)