„რაგბი ჩვენი თამაშია": პრემიერმა „ბორჯღალოსნებს" გამარჯვება მიულოცა

© photo: Mamuka Bakhtadze / FB რაგბის ნაკრები
რაგბის ნაკრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
მამუკა ბახტაძემ იმედი გამოთქვა, რომ ახალგაზრდა რაგბისტები გულშემატკივრებს არაერთხელ გაახარებენ.

თბილისი, 2 მაისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ევროპის ორგზის ჩემპიონებს, 18 წლამდე მორაგბეთა ნაკრების წევრებს შეხვდა და მათ წარმატებები უსურვა, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე.

ცნობილი გახდა საქართველოსა და რუსეთის რაგბის ნაკრებების მორიგი შეხვედრის თარიღი>>>

პრემიერმა სპორტსმენებს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა.

„თქვენ ხართ მაგალითი იმისა, რომ რაგბი ჩვენი თამაშია", – ამ სიტყვებით მიმართა ბახტაძემ ჩემპიონატის გამარჯვებულებს.

პრემიერმა საქართველოში რაგბისა და სპორტის სხვა სახეობების პოპულარიზაციის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მისი სიტყვებით, მთავრობისთვის პრიორიტეტი მოსახლეობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვაა.

ბახტაძემ რაგბისტებს წარმატებები უსურვა და გამოთქვა იმედი, რომ ისინი საკუთარი წარმატებებით ქართველ გულშემატკივარს მომავალშიც არაერთხელ გაახარებენ.

საქართველოს 18 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა ევროპის 2019 წლის ჩემპიონატის ფინალში ესპანეთის გუნდი დაამარცხა ანგარიშით 20:10 და ჩემპიონობა ზედიზედ მეორედ მოიპოვა.

ყველა ახალი ამბავი
0