ცნობილი გახდა საქართველოსა და რუსეთის რაგბის ნაკრებების მორიგი შეხვედრის თარიღი

© photo: Georgian Rugby / FBრაგბი. საქართველო-რუსეთი
რაგბი. საქართველო-რუსეთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი და რუსი მორაგბეები ერთმანეთს იაპონიაში მსოფლიო თასისთვის მზადების ფარგლებში შეხვდებიან.

თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. საქართველოსა და რუსეთის ნაკრებები რაგბიში სატესტო მატჩს თბილისში აგვისტოში გამართავენ, იუწყება РИА Новости რუსეთის რაგბის ფედერაციის პრეს-ატაშეს ანტონ ხალიზოვის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

საქართველოსა და რუსეთის გუნდები მსოფლიო თასის გათამაშებაში მიიღებენ მონაწილეობას, რომელიც იაპონიაში სექტემბერ-ოქტომბერში გაიმართება.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ევროპის ერთა თასით - Sputnik საქართველო
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუსეთი ევროპის ერთა თასში დაამარცხა

„სატესტო მატჩი საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორის 27 აგვისტოს თბილისში ჩატარდება", – განაცხადა ხალიზოვმა.

საქართველოსა და რუსეთის ეროვნულ გუნდებს ერთმანეთთან 23 შეხვედრა აქვთ გამართული. აქედან რუსეთის გუნდმა მხოლოდ ერთხელ გაიმარჯვა – პირველ შეხვედრაში, 1993 წელს პოლონეთში. თამაში ერთხელ დამთავრდა ფრედ. ყველა დანარჩენ შეხვედრაში გამარჯვებული საქართველოს ნაკრები იყო. ყველაზე დიდი გამარჯვება 2012 წელს იყო თბილისში – საქართველოს ნაკრებმა მეტოქე 46:0 დაამარცხა.

საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების დაპირისპირების საერთო ანგარიშია 557:254.

ყველა ახალი ამბავი
0