ქართველი მოჭადრაკე ქალები ევროპის ჩემპიონატზე პრიზების გარეშე დარჩნენ

© photo : courtesy of Turkish Chess Federationევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატი ჭადრაკში ქალთა შორის
ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატი ჭადრაკში ქალთა შორის - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს საჭადრაკო ნაკრების ლიდერმა ფიდეს მსოფლიო თასის საგზური მიიღო.

თბილისი, 23 აპრილი — Sputnik. ქართველი მოჭადრაკე ქალები ევროპის ინდივიდუალურ ჩემპიონატზე, რომელიც თურქეთის ქალაქ ანტალიაში დასრულდა, საპრიზო ადგილების გარეშე დარჩნენ.

ევროპის ჩემპიონი 8 ქულით რუსი ალინა კაშილინსკაია გახდა. ამდენივე ქულა მიიღო კიდევ ხუთმა მოჭადრაკემ, მაგრამ დამატებითი მაჩვენებლებით კონტინენტის პირველობის ოქრო კაშილინსკაიას ერგო.

ევროპის ვიცე-ჩემპიონის ტიტული ფრანგმა მარი სებაგმა მოიპოვა, ხოლო მესამე ადგილზე გერმანელი ელიზაბეტ პაეცი გავიდა.

საბჭოთა კავშირის ოლიმპიური ნაკრების წევრები: მაია ჩიბურდანიძე, ნანა იოსელიანი და ნონა გაფრინდაშვილი - Sputnik საქართველო
მსოფლიოში უძლიერესი ქართველი მოჭადრაკე ქალების შესახებ ფილმს გადაიღებენ

ქართველთაგან ტურნირის შედეგებით საუკეთესო მაჩვენებელი აქვს ნანა ძაგნიძეს. ეროვნული ნაკრების ლიდერმა შესაძლებელი 11 ქულიდან 7,5 აიღო და შემაჯამებელ ოქმში მეათე პოზიცია დაიკავა. ძაგნიძემ ძალზე დამაჯერებლად ჩაატარა ჩემპიონატის მეორე ნაწილი – მოიგო ოთხი პარტია და ორი ყაიმით დაასრულა. თუმცა, პირველ ტურებში წარუმატებელმა ასპარეზობამ ჩვენ მოჭადრაკეს უფრო მაღალი პოზიციის დაკავების საშუალება არ მისცა.

ძაგნიძისგან განსხვავებით, ბელა ხოტენაშვილმა, რომელსაც მეხუთე ტურის შემდეგ მესამე ადგილი ეკავა, ვერ შეძლო თუნდაც პოზიციის შენარჩუნება და დანარჩენი პარტიები ძალზე წარუმატებლად ჩაატარა – ორი წაგება, სამი ყაიმი და მხოლოდ ერთი გამარჯვება. ამან ხოტენაშვილი 6,5 ქულით 27-ე ადგილზე გადაიყვანა.

ქართველებს შორის „ბრინჯაო" ნინო ბაციაშვილმა მიიღო – 6 ქულა და 48-ე ადგილი სატურნირო ცხრილში.

ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატის შედეგებით, ფიდეს მსოფლიო თასის საგზური 14-მა საუკეთესო მოჭადრაკე ქალმა მიიღო, შესაბამისად, მათ შორის არის ნანა ძაგნიძეც.

ყველა ახალი ამბავი
0