ახალგაზრდული ნაკრები რაგბიში

ქართველი მორაგბეები ევროპის ჩემპიონატზე რუსეთს დაუპირისპირდებიან

168
(განახლებულია 11:59 17.04.2019)
უმცროს ბორჯღალოსანთა ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში ხუთი ცვლილებაა.

თბილისი, 17 აპრილი — Sputnik. საქართველოს რაგბის ჭაბუკთა ნაკრებმა (U-18) რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალის წინ დასკვნითი ვარჯიში ჩაატარა. მატჩი კალინინგრადში გაიმართება.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სასტარტო შემადგენლობაში ხუთი ცვლილება განახორციელა გერმანიის წინააღმდეგ გამართული მატჩის შემდეგ, რომელიც ქართველმა მორაგბეებმა 46:0 მოიგეს.

ძირითადი ცვლილებები უკანა ხაზში შევიდა. გერმანიის წინააღმდეგ თამაშში ტრავმა მიიღო გივი ცინცაძემ. მის ადგილს რუსეთის წინააღმდეგ მატჩში დაჩი პაპუნაშვილი დაიკავებს, ხოლო ბესო თაყნიაშვილის ნაცვლად მინდორზე გიორგი ყუფარაძე გავა.

მატჩი საქართველოსა და რუსეთის ჭაბუკთა ნაკრებებს შორის სტადიონ „სელმაზე" თბილისის დროით დღეს, 17 აპრილს, 20:30 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია ევროპის რაგბის ვებ-გვერდზე იქნება შესაძლებელი.

ევროპის ჩემპიონატის მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს ესპანელები და პორტუგალიელები დაუპირისპირდებიან.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუსეთი ევროპის ერთა თასში დაამარცხა>>

საქართველოს ჭაბუკთა ნაკრები რაგბიში ევროპის მოქმედი ჩემპიონია. გასულ წელს ქართველმა მორაგბეებმა ფრანგებს 8:3 მოუგეს და ეს ტიტული ისტორიაში პირველად მოიპოვეს.

168
თემები:
სპორტის ამბები (182)