ბელა ხოტენაშვილი

ქართველმა მოჭადრაკე ქალმა ევროპის ჩემპიონატში მესამე ადგილზე გადაინაცვლა

76
(განახლებულია 15:25 16.04.2019)
ქართველის გარდა, ამდენივე ქულა დააგროვა კიდევ ექვსმა მოჭადრაკემ, მაგრამ ხოტენაშვილმა ისინი დამატებითი მაჩვენებლებით უკან ჩამოიტოვა.

თბილისი, 16 აპრილი — Sputnik. ქართველი მოჭადრაკე ბელა ხოტენაშვილი ევროპის ინდივიდუალურ ჩემპიონატზე მესამე ადგილზე გადავიდა. ჩემპიონატი ამ დღეებში თურქეთის ქალაქ ანტალიაში მიმდინარეობს.

მეხუთე ტურში ხოტენაშვილმა უკრაინელ იულია ოსმაკს მოუგო და ოთხი ქულით ჩემპიონატის ლიდერთა რიცხვში შევიდა. უნდა აღინიშნოს, რომ ხოტენაშვილის გარდა ოთხ-ოთხი ქულა დააგროვა კიდევ ექვსმა მოჭადრაკე ქალმა, მაგრამ დამატებითი მაჩვენებლებით ქართველ სპორტსმენს ამჟამად მესამე ადგილი უკავია.

შეჯიბრების ლიდერები კვლავ არიან ალინა კაშლინსკაია (რუსეთი) და პოლინ გიშარი (საფრანგეთი). თითოეულს ხუთი შესაძლებლიდან 4,5 ქულა აქვს.

ხოტენაშვილის გარდა მეხუთე ტურში კიდევ სამმა ქართველმა მოჭადრაკემ გაიმარჯვა. მერი არაბიძემ ალექსანდრა მალცევსკაიას (რუსეთი) მოუგო, სოფო ხუხაშვილმა – ტერეზა როდშტეინს (ჩეხეთი), ხოლო მირანდა მიქაძემ – მარია პალმას (იტალია).

რაც შეეხება საქართველოს ქალთა ნაკრების ლიდერს ნანა ძაგნიძეს, მან ტურნირზე მეორე პარტია წააგო, ამჯერად შავი ფიგურებით იტალიელ მარინა ბრუნელოსთან.

მეექვსე ტურში ხოტენაშვილი უკრაინელ ინა გაპონენკოს შეხვდება, ხოლო ძაგნიძე – სომეხ სირანუშ გუკასიანს.

მსოფლიოს საუკეთესო ქალ მოჭადრაკედ ნანა ძაგნიძე დასახელდა>>

ევროპის ჩემპიონატი შვეიცარიული სისტემით 11 ტურად ტარდება და 23 აპრილამდე გაგრძელდება. ტურნირის საერთო საპრიზო ფონდია 60 ათასი ევრო. აქედან გამარჯვებული 10 ათასს მიიღებს. ჩემპიონატის შედეგებით 14 საუკეთესო მოჭადრაკე ფიდეს მსოფლიო თასის საგზურს მიიღებს.

76
თემები:
სპორტის ამბები (169)