ნიკოლოზ ბასილაშვილი

ქართველი ჩოგბურთელი მონტე-კარლოს ტურნირზე პირველივე წრეში დამარცხდა

74
(განახლებულია 18:24 15.04.2019)
ტურნირის პირველივე წრეში წაგების გამო ბასილაშვილი ATP-ს რეიტინგში პოზიციებს დაკარგავს.

თბილისი, 15 აპრილი – Sputnik. საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი (მე-17 ნომერი АТР-ს რეიტინგით) მონტე-კარლოში „მასტერსის“ სერიის ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა.

ბასილაშვილის მეტოქე, რომელიც ტურნირზე მე-12 ნომრად იყო განთესილი, უნგრელი მარტონ ფუკოვიჩი (37) იყო. მატჩი ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა და ფუკოვიჩის გამარჯვებით დასრულდა სამ სეტში – 7:5, 3:6, 6:1.

ქართველი ჩოგბურთელის დამარცხების ძირითადი მიზეზი გახდა მისი არადამაჯერებელი თამაში საკუთარ ჩაწოდებაზე. ბასილაშვილმა პირველი ჩაწოდების ბურთების 67% მოიგო, ფუკოვიჩის ანალოგიურმა მაჩვენებელმა 74% შეადგინა. ამის გამო ქართველმა სპორტსმენმა მატჩის დროს ხუთიდან მხოლოდ ერთი ბრეიკ-პოინტის რეალიზება შეძლო, უნგრელმა ჩოგბურთელმა კი სამის 20-დან (!).

პირველ წრეში წაგების მიუხედავად ბასილაშვილმა 10 სარეიტინგო ქულა და თითქმის 19 ათასი ევრო გამოიმუშავა. თუმცა, დიდი ალბათობით მოსალოდნელია, რომ АТР-ს განახლებულ რეიტინგში ქართველი სპორტსმენი რამდენიმე პოზიციას დათმობს.

Rolex Monte-Carlo Masters-ი 21 აპრილამდე გაგრძელდება. ტურნირის საერთო საპრიზო ფონდი 407 ათას ევროს შეადგენს, ხოლო მოქმედი გამარჯვებულია ესპანელი რაფაელ ნადალი, რომელმაც მონტე-კარლოს კორტებზე გამარჯვება 11-ჯერ (!) მოიპოვა.

74
თემები:
სპორტის ამბები (177)