ლაშა გობაძე

ქართველი მოჭიდავეები ევროპის ჩემპიონატზე ოქროს გარეშე დარჩნენ

35
ქართველმა მოჭიდავეებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში მეექვსე ადგილი დაიკავეს.

თბილისი, 15 აპრილი – Sputnik. ქართველმა ბერძნულ–რომაული სტილით მოჭიდავეებმა ბუქარესტში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ვერც ერთი ოქროს მედალი ვერ მოიპოვეს. 

კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასვლის შანსები ლაშა გობაძეს და იაკობ ქაჯაიას ჰქონდათ, თუმცა ორივე სპორტსმენი ფინალურ ორთაბრძოლაში დამარცხდა და ისინი ვერცხლის მედლებს დასჯერდნენ. 

გობაძემ გადამწყვეტ ორთაბრძოლაში 82 კგ-მდე წონით კატეგორიაში დანიის წარმომადგენელთან რაიბეკ ბისულთანოვთან წააგო, ქაჯაიამ კი თურქეთის წარმომადგენელთან გამართული შეხვედრა დათმო ანგარიშით 0:3.

საქართველოს ნაკრებისთვის კიდევ ერთი ბრინჯაოს მედალი ლევან ქავჟარაძემ მოიპოვა. 63 კგ-მდე წონით კატეგორიაში მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ქავჟარაძემ პოლონეთის წარმომადგენელი მიხეილ ტრაჩი (5:2) დაამარცხა.

ასეთმა შედეგმა საქართველოს ნაკრებს საერთო გუნდურ ჩათვლაში საუკეთესო ხუთეულში მოხვედრის შანსი დაუკარგა. ქართველმა მოჭიდავეებმა მეექვსე ადგილი დაიკავეს. გამარჯვებული რუსეთის გუნდი გახდა, რომელმაც ხუთი ოქროს, ერთი ვერცხლის და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

35
თემები:
სპორტის ამბები (70)