მამუკა ბახტაძე ლაშა ტალახაძეს გამარჯვებას ულოცავს

„ყველაზე ძლიერი ადამიანი ქართველია“ - პრემიერმა ტალახაძეს მიულოცა

141
(განახლებულია 08:58 14.04.2019)
პრემიერი კმაყოფილია ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატის ჩატარების დონით

თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აღტაცებით აკვირდებოდა „ქართველ გოლიათს“ ლაშა ტალახაძეს ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც შაბათს ბათუმში დასრულდა.

Министр образования, науки, культуры и спорта Грузии Михаил Батиашвили и премьер Грузии Мамука Бахтадзе
მიხეილ ბატიაშვილი და მამუკა ბახტაძე

ტალახაძემ ამჯერადაც ასახელა საქართველო. ის მეოთხედ გახდა ევროპის ჩემპიონი - მან ბათუმის ტურნირი სამი მსოფლიო რეკორდით მოიგო. ორჭიდის ჯამში „ქართველმა გოლიათმა“ 478 ქულა დააგროვა და საკუთარი მიღწევა 4 კგ-ით გააუმჯობესა. გარდა ამისა, ტალახაძემ დაამყარა მსოფლიო რეკორდები ორივე დისციპლინაში - ატაცში აიღო წონა 218 კგ, ხოლო აკვრაში - 260 კგ და ამით საკუთარი შედეგი 3 კგ-ით გაიუმჯობესა.

„გილოცავთ ყველას, მსოფლიოს ყველაზე ძლიერი ადამიანი ქართველია! ვულოცავ ლაშა ტალახაძეს ახალი მსოფლიო რეკორდების დამყარებას! ასევე მინდა, მადლობა გადავუხადო ძალოსნობის ფედერაციას, სამინისტროს, ჩვენს სახელოვან ძალოსნებს და ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ბათუმში ძალოსნობაში გამართული ევროპის ჩემპიონატის ასეთ მაღალ დონეზე ორგანიზებაში“, - ნათქვამია ბახტაძის განცხადებაში Facebook-ზე.

თავად ჩემპიონმა მცირე კომენტარი გააკეთა.

ლაშა ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატი სამი მსოფლიო რეკორდით მოიგო >>

„მადლობა ჩვენ მწვრთნელებს ამხელა შრომის ჩადებისთვის, მადლობა ჩვენს ფედერაციას, ჩვენს ექიმებს ძალიან დიდი მადლობა. ყველა გვერდით გვიდგას, რომ შედეგი გავაკეთოთ და გავახაროთ ჩვენი გულშემატკივარი. მადლობა გულშემატკივარს, გადაჭედილ დარბაზს, რომელიც სპორტსმენზე ძალიან კარგად მოქმედებს. ძალიან ბედნიერი ვარ და მინდა, ასეთი სიხარული ბევრი მოვუტანო ჩვენს ქვეყანას და მთლიანად საქართველოს. ღმერთის წყალობით, წინ მივიწევთ“, – განაცხადა ლაშა ტალახაძემ.

სპორტსმენმა ასევე თავისი წარმატების საიდუმლო გაამხილა.

„მწვრთნელების გადაწყვეტილებას ყოველთვის პატივს ვცემ, რასაც მწვრთნელები შეუკვეთავენ, მეც იმ წონისთვის მზად ვარ, რომ მივიდე, დავძლიო და გავახარო ჩემი გულშემატკივარი“, - განაცხადა ტალახაძემ.

საერთო ჯამში საქართველოს ნაკრების ძალოსნებმა ევროპის ჩემპიონატზე ხუთი მედალი მოიპოვეს - ერთი ოქრო, ორი ვერცხლი და ორი ბრინჯაო. ადრე კონტინენტური პირველობის ვიცე-ჩემპიონი გახდა რევაზ დავითაძე (-89 კგ), ბრინჯაოს პრიზიორები - გოგა ჩხეიძე (-67 კგ) და ანტონ პლესნოი (-96 კგ).

ლაშა ტალახაძისთვის მომდევნო სერიოზული შეჯიბრი იქნება მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც ტაილანდის ქალაქ პატაიაში 16-25 სექტემბერს გაიმართება.

Грузинский штангист Лаша Талахадзе
© Sputnik / STRINGER
ლაშა ტალახაძე

ბოლო სამ მსოფლიო პირველობაზე უცვლელი გამარჯვებული ტალახაძე იყო.

141
თემები:
სპორტის ამბები (688)
თემურ ქეცბაია

„ანორთოსისის“ ხელმძღვანელობა სრულად უჭერს მხარს ქართველ მწვრთნელს

61
(განახლებულია 13:13 25.05.2020)
„ანორთოსისი“ კვიპროსის ჩემპიონატში, რომლის დასრულებაც ადგილობრივი ფედერაციის გადაწყვეტილების გამო არ მოხდა, პირველ ადგილზე მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლების გამო ვერ გავიდა.

თბილისი, 25 მაისი – Sputnik. საფეხბურთო კლუბ „ანორთოსისის“ ხელმძღვანელობა მთლიანად მხარს უჭერს და ენდობა გუნდის ქართველ მწვრთნელს თემურ ქეცბაიას. ამის შესახებ კვიპროსის გამოცემა goal.com-სთვის მიცემულ ინტერვიუში „ანორთოსისის“ ერთ–ერთმა მფლობელმა ხრისტოს პულაიდისმა განაცხადა.

„ყურადღებას არ ვაქცევთ სხვა რას ფიქრობს ჩვენზე. გახსოვთ ქეცბაიას პირველივე განცხადება სეზონის წინ? მან ცხადად თქვა, რომ „ანორთოსისი“ ტიტულისთვის იბრძოლებდა. გვჯერა – რომ არა ასეთი დასასრული, მიზანს მივაღწევდით. თუმცა მაშინ ქეცბაიას განცხადებაზე ბევრს გაეცინა“, – განაცხადა პულაიდისმა.

ის ასევე შეეხო ტრანსფერების თემას და აღნიშნა, რომ კლუბის ხელმძღვანელობა ამ საკითხებში არ ერევა.

„ამ კითხვებს მე ნუ დამისვამთ, ყველაფერი ისე იქნება, როგორც მწვრთნელი მოინდომებს. სიმართლე გითხრათ, მე არც ვიცი და არც მაინტერესებს, ყველას თავისი საქმე აქვს და ჩვენ ქეცბაიასი გვჯერა“, – განაცხადა კლუბის თანამფლობელმა.

კორონავირუსის პანდემიის გამო კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ სეზონი ბოლომდე არ ჩაემთავრებინა და კლუბების მიმდინარე მდგომარეობა სატურნირო ცხრილში განეხილა, როგორც საბოლოო. 23 ტურის შემდეგ ორ გუნდს – „ომონიასა“ და „ანორთოსისს“ 46–46 ქულა დაუგროვდა, მაგრამ დამატებითი მაჩვენებლებით პირველი ადგილი „ომონიას“ ერგო, რომელიც ქვეყნის ჩემპიონად დასახელდა.

თემურ ქეცბაია: რა განსხვავებაა, მაღაზიაში წახვალ თუ სტადიონზე სავარჯიშოდ>>

ქეცბაია „ანორთოსისში“ 2019 წლიდან მუშაობს. მისი ხელმძღვანელობით კვიპროსელების შემადგენლობაში საქართველოს ნაკრების ხუთი ფეხბურთელი თამაშობს – გიორგი ლორია, მურთაზ დაუშვილი, ჯანო ანანიძე, თორნიკე ოქრიაშვილი და ნიკა კაჭარავა.

61
თემები:
სპორტის ამბები (688)
ნიკა ბასილაშვილი

ვგმობთ ძალადობას: საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციამ განცხადება გაავრცელა

156
ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან მისი ცოლის მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია განცხადებას ავრცელებს.

თბილისი, 24 მაისი - Sputnik. საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია განცხადებას ავრცელებს.

„საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია გმობს ყველა სახის ძალადობას. რაც შეეხება ნიკოლზ ბასილაშივილის საქმეს, მიმდინარეობს გამოძიება და გამოიძიების დასრულებამდე შეფასების გაკეთებისგან თავს შევიკავებთ“, - ნათქვამია ფედერაციის განცხადებაში.

ნიკა ბასილაშვილს დღეს აღკვეთის ღონისძიების სახით 100 ათასი ლარის ოდენობით გირაო შეეფარდა. საქმეზე წინასწარი განხილვა 16 ივლისს გაიმართება.

გამიზნულად ცდილობდა კონფლიქტის გამოწვევას: ნიკა ბასილაშვილის ოჯახი განცხადებას ავრცელებს >>

ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი 22 მაისს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, 21 მაისს თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

156
თემები:
სპორტის ამბები (688)

ახალი iPhone 12: ცნობილია მოდელები და ფასები

0
(განახლებულია 16:25 25.05.2020)
როდის გაიმართება კომპანია Apple-ს ახალი გაჯეტების პრეზენტაცია, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ცნობილია აიფონების მოდელები და ფასები

თბილისი, 25 მაისი — Sputnik. პორტალმა Tom's Guide–მ კომპნია Appleს ახალი მოდელების iPhone–ბის ფასები გამოაქვეყნა.

 პორტალის ინფორმაციით, კომპანია ოთხი ვარიანტის ახალ გაჯეტებს წარმოადგენს. ესენია:

  • iPhone 12 — 5,4 დიუიმიანი დიაგონალური ეკრანით;
  • iPhone 12 Max — 6,1 დიუიმიანი ეკრანით;
  • iPhone 12 Pro — 6,1 დიუიმიანი ეკრანით;
  • iPhone 12 Pro Max — 6,7 დიუიმიანი ეკრანით;

ყველა მათგანი OLED-დისპლეით იქნება აღჭურვილი და 5G ქსელში იმუშავებს.

​ამასთან პორტალი აქვეყნებს ახალი აიფონების ფასსაც. ასე მაგალითად, iPhone 12 დაახლოებით 649–დან 749 დოლარამდე ეღირება, iPhone 12 Max–ი — 849 დოლარამდე, Pro Max–ის ფასი კი 1400 დოლარი იქნება.

როდის გაიმართება სმარტფონების პრეზენტაცია, ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

 

0
თემები:
მსოფლიო დღეს