შოთა არველაძე

შოთა არველაძე უზბეკეთში მარტის საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს

71
(განახლებულია 20:57 12.04.2019)
უზბეკეთის მიმდინარე ჩემპიონატში სამი ტურის თამაშის შემდეგ, „ფახთაქორი“ ერთპიროვნული ლიდერია. არველაძის გუნდმა სამივე შეხვედრა მოიგო.

თბილისი, 12 აპრილი — Sputnik.  საფეხბურთო კლუბ „ფახთაქორის“ ქართველი მწვრთნელი შოთა არველაძე მარტის თვის საუკეთესო მწვრთნელადაა აღიარებული, ნათქვამია უზბეკეთის პროფესიული საფეხბურთო ლიგის განცხადებაში.

კენჭისყრის შედეგებით, რომელშიც უზბეკეთის უმაღლესი ლიგის გუნდების კაპიტნები და მთავარი მწვრთნელები მონაწილეობდნენ, არველაძემ 63 წულა დააგროვა და ერთი ქული დაჯაბნა „ნასაფის“ მწვრთნელი რუზიკულ ბერდიევი.

„ეს ჯილდო მთელ გუნდს ეკუთვნის და ძალიან ამაყი ვარ ყველას მაგივრად. ჩვენთვის ეს ძალიან მძიმე, მაგრამ წარმატებული თვე იყო. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ თვის გუნდი ვართ — მწვრთნელების შტაბიცა და ფეხბურთელებიც“, — დაწერა არველაძემ საკუთარ „ფეისბუქზე“.

უზბეკეთის მიმდინარე ჩემპიონატში სამი ტურის თამაშის შემდეგ, „ფახთაქორი“ ერთპიროვნული ლიდერია. არველაძის გუნდმა სამივე შეხვედრა მოიგო.

შოთა არველაძე უზბეკურ გუნდს სათავეში 2017 წლის ივნისში ჩაუდგა. გასული წლის ჩემპიონატში გუნდმა მეორე ადგილი დაიკავა  და AFC-ს ჩემპიონთა ლიგაში კვალიფიცირდა, სადაც პლეი-ოფ რაუნდში კატარის „ალ-გარაფს“ დაუთმო ანგარიშით 1:2.

71