ავთო ჭრიკიშვილი

ანტალიის გრან-პრიზე ქართველი ძიუდოისტის იპონი საუკეთესოდ აღიარეს

96
(განახლებულია 16:54 12.04.2019)
ანტალიაში მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ქართველმა სპორტსმენმა სერბეთის წარმომადგენელი დაამარცხა.

თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) ანტალიის გრან-პრის შედეგებით ქართველი ძიუდოისტის ავთო ჭრიკიშვილის იპონი საუკეთესოდ აღიარა.

ჭრიკიშვილმა 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მესამე ადგილისთვის ორთაბრძოლაში ქართველმა სპორტსმენმა სერბეთის წარმომადგენელი ალექსანდრ კუკოლი დაამარცხა. სწორედ ეს იპონი გახდა საუკეთესო ტურნირზე.

მთლიანობაში ანტალიის გრან-პრიზე ქართველმა სპორტსმენებმა ხუთი მედალი (1-2-2) მოიპოვეს და საერთო გუნდურ ჩათვლაში საუკეთესოები გახდნენ.

„დიდი სლემის" მომდევნო ტურნირი, რომელშიც მსოფლიოს უძლიერესი ძიუდოისტები მიიღებენ მონაწილეობას, ბაქოში 10-12 მაისის პერიოდში ჩატარდება.

 

96
თემები:
სპორტის ამბები (169)