გენო პეტრიაშვილი

ქართველმა მოჭიდავეებმა ევროპის ჩემპიონატზე ექვსი მედალი მოიპოვეს

99
(განახლებულია 14:02 11.04.2019)
სამწუხაროდ, უმაღლესი ჯილდო – ოქრო ვერც ერთმა სპორტსმენმა ვერ მოიპოვა.

თბილისი, 11 აპრილი — Sputnik. ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ბუქარესტში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ექვსი მედალი მოიპოვეს.

ევროპის ჩემპიონატის დასკვნით დღეს საქართველოს ნაკრებს ორი ოქროს მოგების შანსი ჰქონდა – ბექა ლომთაძესა (-61) და გენო პეტრიაშვილს (-125), მაგრამ ორივე სპორტსმენი ვერცხლს დასჯერდა.

ფინალში ბექა ლომთაძე (-61) სომეხ არსენ ხარატუნიანს დაუპირისპირდა, ხოლო მძიმეწონოსანი გენო პეტრიაშვილი (-125) – თურქ ტაჰა აკგულს.

ორი ვერცხლის გარდა, ქართველმა მოჭიდავეებმა კიდევ ორი ბრინჯაო მიიღეს ტურნირის ბოლო დღეს. მესამე ადგილი დაიკავეს ავთანდილ კენჭაძემ (-74) და ირაკლი მწითურმა (-92).

საქართველომ ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში პირველი მედლები მოიპოვა>>

ამგვარად, ქართველი მოჭიდავეების ანგარიშზეა ექვსი მედალი – ორი ვერცხლი და ოთხი ბრინჯაო. საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველომ მეექვსე ადგილი დაიკავა. გამარჯვებულია თურქეთის ნაკრები.

99
თემები:
სპორტის ამბები (70)