ქართველმა ძალოსანმა ბათუმში ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

გამოწერა
ევროპის ჩემპიონი 67 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ფრანგი ბერნარდენ კინგუ მატამი გახდა

თბილისი, 9 აპრილი – Sputnik. ქართველმა ძალოსანმა გოგა ჩხეიძემ ევროპის ჩემპიონატზე ძალოსნობაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ჩემპიონატი ამ დღეებში ბათუმში მიმდინარეობს.

შეჯიბრებებში 67 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ჩხეიძემ ორჭიდში 308 კილოგრამი დააგროვა (ატაცში 139 კგ + აკვრაში 169 კგ). აღსანიშნავია, რომ ქართველმა ძალოსანმა აკვრაში ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ლაშა ტალახაძე - Sputnik საქართველო
ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში - ტალახაძე კვლავ ფავორიტია

ევროპის ჩემპიონი ამ წონით კატეგორიაში ფრანგი ბერნარდენ კინგუ მატამი გახდა, რომელმაც ორჭიდში 312 კგ (137+175) დააგროვა. ვერცხლი მოიგო გერმანელმა სიმონ ბრანდხუბერმა (311 კგ, 146+165).

ტურნირზე დღეს ჯილდოების ორი კომპლექტი გათამაშდება. მამაკაცები იასპარეზებენ 73 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში, აქ საქართველოს არჩილ მალაყმაძე წარადგენს. ქალები კი მედლებისთვის 64 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში იბრძოლებენ. საქართველოს სახელით მაკა ვეფხვაძე გამოვა.

ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში ბათუმში – ტურნირის ემოციური ფოტოები>>

ევროპის ჩემპიონატი ალოსნობაში ბათუმში 13 აპრილამდე გაგრძელდება.

ყველა ახალი ამბავი
0