ლევან გორგაძე

ქართველი სუმოისტი ოსაკას საგაზაფხულო ტურნირზე უკვე მეორედ დამარცხდა

63
(განახლებულია 16:45 12.03.2019)
ქართველის წარუმატებლობები, შესაძლოა, იანვარში მიღებულ მის ტრავმას უკავშირდებოდეს

თბილისი, 12 მარტი — Sputnik. ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) საგაზაფხულო ჰაცუ-ბაშოზე მეორედ დამარცხდა. ტურნირი ოსაკაში ამ დღეებში მიმდინარეობს.

შეჯიბრების მესამე დღეს ტოჩინოშინი ტურნირის დებიუტანტთან დამარცხდა.

Посмотреть эту публикацию в Instagram

ტოჩინოშინმა ჰარუ ბაშოზე მეორე ბრძოლა წააგო

Публикация от Sportmiambe (@sportmiambe1)

როგორც ჩანს, გორგაძეს ჯერ კიდევ აწუხებს წლის დასაწყისში ვარჯიშზე მიღებული მარჯვენა ბარძაყის კუნთის ტრავმა.

გორგაძის მორიგი მეტოქე ჰაცუ-ბაშოზე ნისიკიგი გახდება, რომელიც ოსაკაში სამჯერ დამარცხდა. სუმოისტები ხუთჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და აქედან სამჯერ ქართველმა გაიმარჯვა.

გორგაძე, რომელმაც გასულ წელს ოძეკის ტიტული მიიღო, სეკივაკემდე ჩამოქვეითდება, თუ მარტის ტურნირზე ვერ შეძლებს კატიკოსის (დადებითი ბალანსის) დაფიქსირებას.

ტოჩინოშინი გასული წლის იანვრის ბაშოს მოქმედი გამარჯვებულია. გასულ წელს მან ტურნირი მოიგო – 14 გამარჯვებითა და მხოლოდ ერთი მარცხით პირველი ქართველი სუმოისტი გახდა, რომელმაც იმპერატორის თასი მოიპოვა.

63