ქართველმა მოჭადრაკე ქალებმა მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე გამარჯვება მოიპოვეს

© Georgian Chess Federation / FB / David Lladaჭადრაკის ქალთა ნაკრები უნგრეთის წინააღმდეგ
ჭადრაკის ქალთა ნაკრები უნგრეთის წინააღმდეგ - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ნაკრები შემდეგ ტურში ტურნირის მასპინძლებს დაუპირისპირდება

თბილისი, 12 მარტი — Sputnik. საქართველოს ჭადრაკის ქალთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის მეექვსე ტურში ეგვიპტის გუნდს სძლია - 3,5:0,5. ჩემპიონატი ასტანაში (ყაზახეთი) მიმდინარეობს.

ქართველმა მოჭადრაკეებმა მეტოქეს, რომელიც სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზეა, იოლად სძლიეს. პარტიები მოიგეს ბელა ხოტენაშვილმა, ნინო ბაციაშვილმა და სალომე მელიამ, ხოლო შეხვედრა ყაიმით დაასრულა მერი არაბიძემ.

ჭადრაკი - Sputnik საქართველო
ქართველმა მოჭადრაკე ქალებმა მსოფლიო ჩემპიონატზე უკრაინასთან პარტია ყაიმით დაასრულეს

ამ გამარჯვების წყალობით, რომელიც ქართველებისთვის ამ ტურნირზე მესამეა, საქართველოს ნაკრები ქულებით უკრაინას გაუთანაბრდა. თითოეულ გუნდს 15,5 ქულა აქვს. თუმცა, დამატებითი მაჩვენებლებით ქართველი მოჭადრაკეები ჩამორჩებიან უკრაინელებს და ამჟამად მეოთხე ადგილზე იმყოფებიან.

ტურნირის ლიდერი კვლავ ჩინეთია, მან ექვსივე მატჩი მოიგო. მეორე ადგილზეა რუსეთის ნაკრები - მსოფლიო ჩემპიონატის მოქმედი გამარჯვებული.

მეშვიდე ტურში საქართველოს ქალთა ნაკრები ყაზახეთის გუნდს დაუპირისპირდება. ჩინელები ეგვიპტის ნაკრებს შეხვდებიან, ხოლო რუსეთს უკრაინელებთან გამკლავება მოუწევთ.

მსოფლიოს საუკეთესო ქალ მოჭადრაკედ ნანა ძაგნიძე დასახელდა>>

მსოფლიო ჩემპიონატი ასტანაში 14 მარტს დასრულდება.

ყველა ახალი ამბავი
0