ქართველი სუმოისტი იანვრის ბაშოზე კვლავ დამარცხდა

© courtesy of Giorgi Margvelashviliლევან გორგაძე
ლევან გორგაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი სუმოისტი ტურნირს ტრავმით ატარებს.

თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, რომელიც ტოჩინოშინის სახელით ასპარეზობს, იანვრის ტურნირზე – ჰაცუ-ბაშოზე ზედიზედ მესამე მარცხი განიცადა.

ქართველმა ოძეკმა შეჯიბრის მესამე დღეს კომუსუბი მიოგირიუსთან წააგო. ორთაბრძოლის დასაწყისში ტოშინოშინს კარგი შესაძლებლობა ჰქონდა, თუმცა მოწინააღმდეგემ შეძლო გორგაძის კონტრშეტევაზე დაჭერა და გამარჯვების მოპოვება.

სავარაუდოდ, ასეთი წარუმატებლობის მიზეზი ბარძაყის კუნთის ტრავმაა, რომელიც გორგაძემ ჰაცუ-ბაშოს სტარტამდე მიიღო. მაგრამ მან ტურნირში მონაწილეობის გადაწყვეტილება მაინც მიიღო, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ტიტულის დაკარგვა ემუქრებოდა.

გორგაძე მომავალ რაუნდში მონღოლ სეკივაკე ტამავასის შეხვდება, რომელთანაც შეხვედრების დადებითი ბალანსი აქვს (14:6).

ტონიშოჩინი იანვრის ბაშოს მოქმედი გამარჯვებულია. გასულ წელს მან ტურნირი მოიგო – 14 გამარჯვებითა და მხოლოდ ერთი მარცხით პირველი ქართველი სუმოისტი გახდა, რომელმაც იმპერატორის თასი მოიპოვა.

 

ყველა ახალი ამბავი
0