თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. საქართველოს 2019 წლის ჩემპიონატი ფეხბურთში 1 მარტს დაიწყება და 30 ნოემბერს დასრულდება, აღნიშნულია ეროვნული ლიგის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
როგორც გასულ სეზონში, ამჯერადაც უძლიერესი გუნდის ტიტულისთვის 10 კლუბი იბრძოლებს. ჩემპიონატი შედგება 36 ტურისგან და ოთხი წრისგან - თითოეული გუნდი მეტოქეს ორ-ორჯერ შეხვდება - საკუთარ მოედანზე და გასვლით მატჩში.
2018 წლის ეროვნული ლიგის შედეგებით, უმაღლესი დივიზიონი დატოვეს ფოთის „კოლხეთმა" და „სამტრედიამ". მათი ადგილი დაიკავეს ბათუმის „დინამომ" და თბილისის „ვიტ-ჯორჯიამ".
ახალი სეზონის პირველ მატჩში მოქმედი ჩემპიონი „საბურთალო" თავის მოედანზე ბათუმის „დინამოს" მიიღებს. თამაში 1 მარტს გაიმართება და 19:00 საათზე დაიწყება.
ეროვნული ლიგის კლუბების სია (2018 წლის ჩემპიონატის შედეგებით ადგილების მიხედვით)
- „საბურთალო" (თბილისი)
- „დინამო" (თბილისი)
- „ტორპედო" (ქუთაისი)
- „ჩიხურა" (საჩხერე)
- „დილა" (გორი)
- „ლოკომოტივი" (თბილისი)
- „რუსთავი"
- „სიონი" (ბოლნისი)
- „დინამო" (ბათუმი)
- „ვიტ ჯორჯია" (თბილისი)