ნიკოლოზ ბასილაშვილი

ბასილაშვილის ახალი რეკორდი - ქართველი მსოფლიოს უძლიერეს ჩოგბურთელთა ოცეულშია

142
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ნიკოლოზ ბასილაშვილის მიღწევა რეკორდული მაჩვენებელია

თბილისი, 7 იანვარი – Sputnik. ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიო ჩოგბურთის ელიტაშია - АТР-ს განახლებულ რეიტინგში მან მე-20 ადგილი დაიკავა.

კატარის დედაქალაქ დოჰაში გამართულ ტურნირზე ბასილაშვილმა მეოთხედფინალს მიაღწია, გამოიმუშავა 45 სარეიტინგო ქულა და 1820 პუნქტით ტოპ-ოცეულიდან ბულგარელი გრიგორ დიმიტროვი განდევნა.

საქართველოში 2018 წლის საუკეთესო სპორტსმენი აირჩიეს >>

დამოუკიდებელი საქართველოს ჩოგბურთელებისთვის АТР-ს რეიტინგში მე-20 ადგილი და 1820 ქულა რეკორდული მაჩვენებელია. აქამდე უმაღლესი მიღწევა მამაკაცებში ჰქონდა ირაკლი ლაბაძეს, რომელიც 2004 წლის ივლისში მსოფლიოს უძლიერეს სპორტსმენთა სიაში 42-ე ადგილს იკავებდა.

რაც შეეხება ქართველი ჩოგბურთელების რეკორდს, ის ძველებურად ეკუთვნის ალექსანდრე მეტრეველს, რომელიც 1974 წლის ივნისში АТР-ს რეიტინგში მე-9 სტრიქონს იკავებდა.

26 წლის ბასილაშვილისთვის გასული სეზონი ყველაზე წარმატებული გამოდგა. მან АТР-500-ს სერიის ორი ტურნირი მოიგო - ჰამბურგში და პეკინში, გამოიმუშავა ორ მილიონ დოლარზე მეტი თანხა და АТР-ს რეიტინგში 89-ე ადგილიდან 21-ეზე აღმოჩნდა.

ტურნირი დოჰაში ბასილაშვილისთვის წელს პირველი გახდა. მომდევნო ტურნირი, რომელშიც ის მონაწილეობას მიიღებს, იქნება Australian Open-ი, ამჟამინდელი სეზონის პირველი ტურნირი „დედი სლემის“ სერიიდან. ტურნირი 14 იანვარს დაიწყება.

შარშანდელ Australian Open-ზე ბასილაშვილი მესამე წრემდე მივიდა და ბრიტანელ კაილ ედმუნდთან ხუთ სეთში დამარცხდა - 6:7, 6:3, 6:4, 0:6, 5:7.

142
თემები:
სპორტის ამბები (72)