ოქრო! – ქართველი სპორტსმენი მსოფლიო ჩემპიონი გახდა

© photo: GeoWrestling / FB გელა ბოლქვაძე
გელა ბოლქვაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველმა მოჭიდავემ მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ტრიუმფალურად იასპარეზა.

თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ქართველმა სპორტსმენმა გელა ბოლქვაძემ მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე (U-23), რომელიც ბუქარესტში მიმდინარეობს, ოქროს მედალი მოიპოვა.

საქართველოს ნაკრების მოჭიდავეებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვეს>>>

ფინალში 82 კგ-მდე წონით კატეგორიაში ბოლქვაძემ რუმინელი ნიკუ ოჟოგი დაამარცხა. ორთაბრძოლა ანგარიშით 3:3 დასრულდა, თუმცა დამატებითი მაჩვენებლებით გამარჯვება ქართველ სპორტსმენს მიაკუთვნეს.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისთვის კიდევ ერთი ოქროს მედლის მოპოვება რამაზ ზოიძეს (-72 კგ) შეეძლო, თუმცა ფინალში იგი თურქ ჩენგიზ არსლანთან დამარცხდა - 2:1 და ვერცხლს დასჯერდა.

ასპარეზობის ბოლო დღეს მესამე ჯილდო საქართველოს ნაკრებს გიორგი მელიამ მოუტანა, რომელიც 97 კგ-მდე წონით კატეგორიაში მესამე ადგილზე გავიდა. ბრინჯაოს მედლისთვის ორთაბრძოლაში ზოიძემ იტალიის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ კახელაშვილი დაამარცხა.

მანამდე მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ ნუგზარ წურწუმია (-55 კგ) და ზვიად პატარიძე (130 კგ).

ასეთმა შედეგმა (3 ოქრო, 1 ვერცხლი, 1 ბრინჯაო) საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილის მოპოვების შესაძლებლობა მისცა. ქართველი სპორტსმენების აქტივში 126 ქულაა. მეორე ადგილზე რუსეთის გუნდია 101 ქულით, მესამეზე კი თურქეთი 87 ქულით.

 

ყველა ახალი ამბავი
0