ტესტ-მატჩი საქართველოს და იტალიის ნაკრებებს შორის

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები იტალიასთან ტესტ-მატჩში დამარცხდა

86
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა იტალიის გუნდის წინააღმდეგ თამაში წარმატებულად დაიწყო, მაგრამ იტალიელები უფრო ძლიერები აღმოჩნდნენ

თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული გუნდი იტალიის ნაკრებთან დამარცხდა 17:28 ტესტ-მატჩში, რომელიც ფლორენციაში სტადიონ „არტემიო ფრანკიზე“ გაიმართა.

მასპინძელი დაწინაურდა მატჩის დასაწყისში ტომაზო ალანის შესრულებული საჯარიმოს შემდეგ. თუმცა, მე-14 წუთზე საქართველოს ნაკრებს კარგი შეტევა გამოუვიდა, რომელიც თამაზ მჭედლიძის გარდასახვით დასრულდა. ლელო სოსო მატიაშვილმა შეასრულა.

ქართველი ქომაგების სამწუხაროდ, მილტონ ჰეიგის შეგირდები მხოლოდ რამდენიმე წუთის განმავლობაში იგებდნენ. მიკელე კამპანიარომ თავის ანგარიშზე წარმატებული გარდასახვა მიიწერა, ალანმა ლელო დადო.

იტალიელები დაწინაურდნენ ანგარიშით 10:7 და უპირატესობა რვა ქულად აქციეს. ალანმა ზუსტად შეასრულა საჯარიმო, მატია ბელინი მესამე გარდასახვის ავტორი გახდა. შესვენებაზე გუნდები 18:7 ანგარიშით გავიდნენ.

მეორე ტაიმის სურათი პირველი ნახევრისგან ნაკლებად განსხვავდებოდა. იტალია უტევდა, საქართველო თავს იცავდა. თანაც არც ისე შედეგიანად. რიგით მეოთხე გარდასახვა განახორციელა ჯეიკ პოლედრიმ, შემდეგ კი თავი ალანმა გამოიჩინა. იტალიელების ორ გარდასახვას შორის მატიაშვილმა საჯარიმო შეასრულა.

როდესაც ანგარიში 28:10 გახდა, მასპინძელმა ტემპს უკლო. შედეგად ქართველებს მიაკუთვნეს ტექნიკური გარდასახვა და მათ სხვაობა 11 ქულამდე შეამცირეს. თუმცა ამაზე ახლოს ქართველმა მორაგბეებმა იტალიელებთან მიახლოება ვერ შეძლეს.

საქართველოს და იტალიის ნაკრებები ერთმანეთს სულ ოთხჯერ შეხვდნენ და ოთხივეჯერ მოგებულები იტალიელები დარჩნენ. 1998 წელს მატჩი 51:7 ანგარიშით დასრულდა, 2000 წელს - 31:14, 2003 წელს - 31:22.

იტალიის წინააღმდეგ ტესტ-მატჩი პირველია, რომელსაც საქართველო ნოემბერში გამართავს. 17 რიცხვში ქართველი მორაგბეები სამოას შეხვდებიან, 24 ნოემბერს - ტონგას. ორივე შეხვედრა თბილისში გაიმართება.

86
თემები:
სპორტი და საქართველო (483)