ნინო ოძელაშვილი სამბოში პირველი ქართველი მსოფლიო ჩემპიონია

92
ნინო ოძელაშვილმა სამბოში მსოფლიო ჩემპიონატზე 72 კგ-მდე წონით კატეგორიაში გაიმარჯვა

თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. ქართველმა სამბისტმა ქალმა ნინო ოძელაშვილმა საქართველო ასახელა - ის გახდა ქართული სამბოს ისტორიაში პირველი ქალი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა.

ფინალში 72 კგ-მდე წონით კატეგორიაში ქალთა შორის ნინო ოძელაშვილმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. მან რუმინელ ლორენა პოდეპიანსკის ანგარიშით 6:1 მოუგო.

კიდევ ორი მედალი, ამჯერად ბრინჯაოს საქართველოს შემატეს გივი ნადარეიშვილმა (52 კგ) და პაატა ღვინიაშვილმა (90 კგ).

სამბოში მსოფლიო ჩემპიონატი ბუქარესტში 8 ნოემბერს დაიწყო და 11 ნოემბრამდე გაგრძელდება.

92
თემები:
სპორტი და საქართველო (483)