მსოფლიო ჩემპიონატი ქალთა შორის

მსოფლიო ჩემპიონატი ჭადრაკში ქალთა შორის ქართველების გარეშე გაგრძელდა

22
(განახლებულია 13:46 09.11.2018)
საქართველო მსოფლიო ჩემპიონატზე ხუთი მოჭადრაკე ქალით იყო წარდგენილი, თუმცა მერვედფინალში გასვლა ვერც ერთმა ვერ შეძლო.

თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. ბელა ხოტენაშვილმა ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონატის მესამე ტურში გადასვლა ვერ შეძლო. ჩემპიონატი ქალთა შორის ხანტი-მანსიისკში (რუსეთი) მიმდინარეობს.

ქართველმა მოჭადრაკემ (მე-18 ადგილი ფიდეს რეიტინგში) ტაი-ბრეიკში ინდოელ ჰარიკა დრონავალისთან (მე-11 ადგილი) დათმო და ამით მსოფლიო პირველობაზე გამოსვლა დაასრულა.

საქართველო მსოფლიო ჩემპიონატზე ხუთი მოჭადრაკე ქალით იყო წარდგენილი, თუმცა მერვედფინალში გასვლა ვერც ერთმა ვერ შეძლო.

პირველივე ტურში დამარცხდნენ ლელა ჯავახიშვილი და სოფიკო ხუხაშვილი.

ნანა ძაგნიძემ და ნინო ბაციაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ტურის ბარიერი ვერ გადალახეს.

მსოფლიო ჩემპიონატი ქალთა შორის 23 ნოემბრამდე გაგრძელდება. ტურნირის საპრიზო ფონდი 450 ათასი აშშ დოლარია.

 

22
თემები:
სპორტი და საქართველო 2018 (581)
საქართველოს ჩემპიონატი ფეხბურთში

ცნობილი გახდა თარიღი, თუ როდის განახლდება საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატი მეორე ლიგაში

63
(განახლებულია 19:05 01.07.2020)
ფედერაციის მიზანია, რომ გაკეთდეს ყველაფერი, რათა განხორციელდეს 2020 წლისთვის დაგეგმილი პროექტები. ეს ეხება როგორც პროფესიულ, ისე მასობრივ ფეხბურთს.

თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატი მეორე ლიგაში 13 ივლისს განახლდება. ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (სფფ) პრეს-სამსახურს ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა განუცხადა.

„კლუბებთან კომუნიკაციის შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ „ეროვნული ლიგა 2“ 13 ივლისიდან განახლდება. ეროვნული ლიგის მსგავსად, აღნიშნული ტურნირიც მესამე ტურიდან გაგრძელდება", – განაცხადა მუჯირმა.

ასევე ცნობილი გახდა საქართველოს ჩემპიონატის განახლების თარიღი მესამე ლიგაში. მუჯირის განცხადებით, ეს დღეა 27 ივლისი. რაც შეეხება მეოთხე და რეგიონულ ლიგებს, ასევე საქართველოს თასს, მათი განახლება აგვისტოს შუა რიცხვებში იგეგმება, თუმცა ზუსტი თარიღები ჯერჯერობით უცნობია.

„ჩვენი მიზანია, რომ 2020 წელს დაგეგმილი ყველა პროექტი განვაახლოთ როგორც პროფესიული, ასევე მასობრივი ფეხბურთის მიმართულებით", – აღნიშნა მუჯირმა.

საქართველოს ჩემპიონატის მეორე ლიგაში ჩატარებული ორი ტურის შემდეგ (რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო მარტის დასაწყისში შეწყდა) ექვსი ქულით ლიდერობს ქობულეთის „შუქურა".

საქართველოს ეროვნული ლიგის ყველა ფეხბურთელმა კორონავირუსზე ტესტი ჩააბარა>>

რაც შეეხება საქართველოს ჩემპიონატის ეროვნულ ლიგას, ის გასულ უქმეებზე განახლდა. ლიდერი კვლავინდებურად თბილისის „ლოკომოტივია", რომლის აქტივშია შვიდი ქულა. შემდეგ ხუთ-ხუთი ქულით მოდიან თბილისის „დინამო" და გორის „დილა".

63
თემები:
სპორტის ამბები
საკალათბურთო კლუბი „ბასკონია

თორნიკე შენგელია ესპანეთის ჩემპიონია

61
(განახლებულია 16:29 01.07.2020)
ქართველი სპორტსმენისთვის, რომელიც „ბასკონიაში" 2014 წლიდან გამოდის, ეს კლუბის შემადგენლობაში ჩემპიონის პირველი ტიტულია.

თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. საკალათბურთო კლუბი „ბასკონია", რომლის კაპიტანი საქართველოს ნაკრების ლიდერი თორნიკე შენგელიაა, ესპანეთის ჩემპიონი გახდა. მან ფინალში „ბარსელონა" 69:67 დაამარცხა.

შენგელია „ბასკონიაში" 2014 წლიდან თამაშობს და ეს ქართველი კალათბურთელისთვის კლუბის შემადგენლობაში ჩემპიონის პირველი ტიტულია.

თორნიკე შენგელია ესპანეთის ჩემპიონობას უმიზნებს>>

შეხვედრის დასაწყისში ფავორიტად „ბარსელონა" მიიჩნეოდა, მაგრამ „ბასკონიამ" მატჩი უნაკლოდ ჩაატარა და ოთხიდან სამი მეოთხედი მოიგო. შენგელიამ მოედანზე 33 წუთზე მეტი გაატარა, მოიპოვა 14 ქულა, გააკეთა ოთხი მოხსნა და ორი შედეგიანი გადაცემა.

გამარჯვებულების შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი მოთამაშე 17 ქულით და მატჩის MVP არგენტინელი ლუკა ვალდოზა გახდა.

ესპანეთის ჩემპიონი გახდა საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი მოთამაშე – ნატურალიზებული ამერიკელი მეტ ჯენინგიც, რომელიც ასევე „ბასკონიაში" გამოდის.

„ბასკონია" ესპანეთის ჩემპიონი მეოთხედ გახდა. ბოლოს ეს ტიტული კლუბმა 2010 წელს მოიპოვა.

61
თემები:
სპორტის ამბები
პლანეტების აღლუმი

პლანეტების იშვიათი აღლუმი ივლისში: ცნობილია მოვლენის თარიღი

0
(განახლებულია 12:08 02.07.2020)
ასტრონომების თქმით, მზის სისტემის პლანეტების ამგვარი აღლუმი მომავალში ჯერ 2161 წელს, შემდეგ კი 2492 წელს მოხდება

თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. მიმდინარე თვეში, 4 ივლისს, დედამიწის მოსახლეობა იშვიათი ასტრონომიული მოვლენის, პლანეტების აღლუმის მოწმე გახდება, წერს The Times Hub-ი.

გამოცემის ინფორმაციით, 4 ივლისის პლანეტების აღლუმი იშვიათია, ვინაიდან ამჯერად ერთ ხაზზე ჩამწკრივდება არა სამი (როგორც ეს წელიწადში ორჯერ ხდება) ან ოთხი (წელიწადში ერთხელ), არამედ მზის სისტემის ყველა პლანეტა; თანაც პრაქტიკულად იდეალური სწორებით.
ასტრონომების თქმით, ამგვარ მოვლენას ბოლოს 1982 წელს ჰქონდა ადგილი, ხოლო შემდეგ ჯერზე  მსგავს აღლუმს პლანეტები ჯერ 2161, შემდეგ კი 2492 წელს „გამართავენ“.

ასტროფიზიკოსებმა დაადგინეს: ჩვენს გალაქტიკაში ათობით გონიერი ცივილიზაცია არსებობს>>

ცნობილი ხდება, რომ 4 ივლისის ღამით დედამიწის მოსახლეობა  ცაზე მარსის, იუპიტერისა და სატურნის დანახვას შეძლებს, ხოლო დილით ვენერასი. მერკური მზის გამო არ გამოჩნდება, ხოლო რაც შეეხება ურანსა და ნეპტუნს, მათი შეუიარაღებელი თვალით დანახვა შეუძლებელი იქნება.
 

 

0
თემები:
მსოფლიო დღეს